საკვების შერჩევა
პროდუქტების შერჩევა
რა უნდა გავითვალისწინოთ ცოცხალი თევზის შერჩევისას?!

რა უნდა გავითვალისწინოთ ცოცხალი თევზის შერჩევისას?!

.jpg
  • თევზი უნდა იყოს მკვრივი კონსისტენციის და ჰქონდეს სასიამოვნო სუნი. თუ პროდუქტი ფერმკრთალი, მონაცრისფრო ან მომწვანო-მოყვითალო შეფერილობისაა, ეს იმას ნიშნავს, რომ თევზი დიდი ხნის დაჭერილია.
     
  • თევზს თვალები უნდა ჰქონდეს პრიალა, ამობურცული და მკვრივი - ქერცლი კი თანაბარი და ბზინვარე, დაფარული გამჭვირვალე ლორწოს თხელი ფენით. თევზის ლაყუჩები შიგნიდან მკვეთრი წითელი უნდა იყოს.
     
  • ხორცზე ხელის დაჭერისას წარმოქმნილი ღრმული კი სწრაფად უნდა ივსებოდეს.
     
  • თუ ცოცხალ თევზს ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ იყოს მოძრავი, ცურავდეს წყლის სიღრმეში და არა ზედაპირზე, ლაყუჩები თანაბრად ეღებოდეს და ეხურებოდეს.

 



უკან რჩევებში