ბლოგი
ვარჯიშის რუტინა, როცა ცოტა დრო გვაქვს

ვარჯიშის რუტინა, როცა ცოტა დრო გვაქვს

ვარჯიში

დღევანდელ დღეს ძალიან რთულია არ ჩამორჩე ცხოვრების რიტმს. 24 საათში იმდენი რამის მოსწრება გვიწევს, მუშაობა, საყიდლები, საჭმლის მომზადება, ჭამა, დასვენება, ძილი, თავის მოვლა, საყვარელი ადამიანების ნახვა, გზა... ხშირად ძალიან გვინდა მაგრამ ვარჯიშისთვის ფიზიკურად დრო აღარ გვრჩება. Როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ როცა რეალურად გვინდა ვივარჯიშოთ მაგრამ ფიზიკურად დრო გვგონია რომ არ გვაქვს?!

 

Როდესაც ვარჯიშზე იწყებთ ფიქრს ალბათ წარმოგიდგენიათ ფიტნეს დარბაზი ან პარკი, კვირაში 4-5 დღე, მინიმუმ ერთ საათიანი აქტიური დატვირთვა. Რეალურად ყველაფერი უფრო მარტივად არის: ვარჯიში არის მიზანმიმართული ფიზიკური აქტივობა, რომლის შესასრულებლად საჭიროა ცოტა მეტი ენერგია და ძალისხმევა, გვეხმარება ვიყოთ უფრო პროდუქტიულები, უფრო ენერგიულები და უფრო ბედნიერები.

 

ვეცდები ყველა ის რჩევა გაგიზიაროთ, რაც მოგეხმარებათ მინიმალურ დროში მაქსიმალურად მიიღოთ ვარჯიშის ყველა უპირატესობა.

 

გაიღვიძე 20 წუთით ადრე: კვირაში 3 დღე 20 წუთით ადრე გაღვიძება ვარჯიშისთვის 1 საათს გამოგინთავისუფლებთ. 20 წუთში შესაძლებელია სეირნობა, სირბილი, მსუბუქი გაწელვები ან თუნდაც მთლიანი სხეულის ინტენსიური რუტინა:

 

 

 

 

 

ვარიანტი A: SQUAT

ვარიანტი A: SQUAT

2 წუთი - squat - 25 air squats.

BURPEES

BURPEES

1 წუთი  - burpees - 10 burpees.

SIT-UPS

SIT-UPS

4 წუთი - sit ups - 20 sit ups.

PUSH-UPS

PUSH-UPS

3 წუთი - push-ups - 10 push-ups

 

5 წუთი - დასვენება.

 

ყველაფერი გაიმეორეთ 4-ჯერ.

ვარიანტი B: V-UPS

ვარიანტი B: V-UPS

4 წუთის განმავლობაში რამდენ რაუნდსაც მოასწრებთ:

10 v-ups

PLANK JACK

PLANK JACK

10 plank jack.

PUSH-UPS

PUSH-UPS

10 push up.

 

დაისვენე 1 წუთი.

ვარიანტი C: V-UPS

ვარიანტი C: V-UPS

4 წუთის განმავლობაში რამდენ რაუნდსაც მოასწრებთ:

8 v-ups.

PLANK JACK

PLANK JACK

8 plank jack.

PUSH-UPS

PUSH-UPS

8 push up.

 

დაისვენე 1 წუთი.

ვარიანტი D: V-UPS

ვარიანტი D: V-UPS

4 წუთის განმავლობაში რამდენ რაუნდსაც მოასწრებთ:

6 v-ups.

PLANK JACK

PLANK JACK

6 plank jack.

PUSH-UPS

PUSH-UPS

6 push up.

 

დაისვენე 1 წუთი.

 

 

 

 

ამ კონკრეტული ვარჯიშების გარდა ჩვეულებრივი დღეც შეგიძლიათ უფრო აქტიური გახადოთ.

  • მანქანა დააყენე სამსახურიდან მოშორებით: თუ სამსახურში მანქანით დადიხარ ეცადე ისეთ ადგილას დააყენო საიდანაც სამსახურამდე ფეხით 5 წუთი დაგჭირდება. Საშუალოდ კვირაში 50 წუთით მეტი მოძრაობა გამოგივა.
  • იცეკვე: ცეკვა ძალიან კარგი ფიზიკური აქტივიბაა, რომელიც თან ბედნიერებას გვანიჭებს და თან დამატებითი კალორიების დაწვაში გვეხმარება. თუ ცეკვა გიყვარს, იცეკვე ყველგან თუნდაც სამზარეულოში, საჭმლის კეთების დროს.
  • Გამოიყენე კიბეები: ეცადე ნაკლებად გამოიყენო ლიფტი და უფრო ხშირად ისარგებლო კიბეებით. დამიჯერე არც ისეთი რთულია მეხუთე სართულზე ფეხით ასვლა ვიდრე შენ გგონია.
  • 5 წუთიანი შესვენება: ზოგჯერ ისე ვართ სამუშაო თუ სასწავლო პროცესში ჩართულები საათები არ ვდგებით ფეხზე, ჩვენი სხეულისთვის ეს საკმაოდ დიდი სტრესია, დააყენე ხმოვანი შეხსენება შენს ტელეფონზე და ყოველი საათის ბოლოს 5 წუთი შენივე სამუშაო მაგიდის გარშემო ისეირნე. ეს სისხლს აამოძრავებს, მუშაობის პროცესის დროს უფრო პროდუქტიული იქნები და რა თქმა უნდა დამატებითი მოძრაობაა, რომელიც დამატებით კალორიების დაწვაში დაგეხმარება.
  • კინო და ვარჯიში: საღამოს სახლში მისული ტახტზე მოკალათდი რომ შენს საყვარელ სერიალს უყურო, ამ დროს მთელი დღე სამსახურშიც მჯომარემ გაატარე. Სერიალის ყურება ნამდვილად კარგია, მაგრამ ორგანიზმს მოძრაობა სჭირდება. გამოიყენე ეს დრო და სერიალთან ერთად გააკეთე მარტივი ვარჯიშები სხეულის წონით.

 

ვფიქრობ რომ როდესაც ვარჯიში და მოძრაობა პრიორიტეტია, ჩვენი გადატვირთული ცხოვრების რეჟიმი უფრო ენერგიული და  პროდუქტიული შეიძლება იყოს. მთავარია ყველაზე რთული პირველი თვე არ დანებდეთ და მერე აუცილებლად ყველაფერი თავისით მოვა.

 

Ნინი გოგუაძე (ნინიკუშკა)

Ნინი გოგუაძე (ნინიკუშკა), სერთიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი და სპორტული ნუტრიციოლოგია. Სპორტთან ბავშვობიდან აქვს შეხება. სკოლის პერიოდში სრიალებლდა თხილამურებზე, იყო არაერთი შეჯიბრის მონაწილე და გამარჯვებული, დაკავებული იყო კედელზე ცოცვით და ფეხბურთის თამაშით. აქტიურად ფიტნესით დაახლოებით 6 წლის წინ დაინტერესდა და ვარჯიში მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ცდილობს სხვა ადამიანებსაც შეაყვაროს ვარჯიში და დაანახოს, რომ ფიზიკურ აქტივობას ბევრად მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე უბრალოდ წონის კლებაა.