ბლოგი
რატომ არ უნდა იყოს სასწორი ერთადერთი გზა საკუთარი წონის გასაზომად

რატომ არ უნდა იყოს სასწორი ერთადერთი გზა საკუთარი წონის გასაზომად

სწორი კვება

საკუთარი წონის ცოდნა და სასწორის ხშირი გამოყენება ზოგისთვის შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ არიან ადამიანები და არის შემთხვევები, როცა სასწორზე ხშირად დადგომამ მიზნის მიღწევის პროცესი შეიძლება შეაფეხოს. 

 

ცხოვრების სტილის შეცვლა, საკვების დაბალანსება, ვარჯიშის ჩვენს რაციონში ჩასმა თავიდან საკმაოდ სტრესული მომენტია და ვფიქრობ, ამასთან ერთად, დამატებითი სტრესი, წონის ყოველდღე შემოწმება, სულ არ არის საჭირო. სჯობს პროგრესი სხვა მეთოდებით გავზომოთ.

 

როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ უნდათ წონის კლება, ხშირ შემთხვევაში გულისხმობენ ცხიმის კლებას, მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ორი რამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

 

Სასწორი იმას ვერ გვაჩვენებს რამდენი ცხიმი დავიკელით, რადგან Ჩვენი წონა არ არის მხოლოდ ცხიმი. ის ასევე შედგება კუნთისგან, წყლისგან, ძვლებისგან… ყველაფერს თავისი წონა აქვს. 

 

იმისთვის რომ დავიკლოთ 1 კილოგრამი ცხიმი საჭიროა დაახლოებით 7700 კალორიის დეფიციტი რაც საკმაოდ ბევრია და 24 საათში დაკლებული (თუ მომატებული) 1 კილოგრამი ვერ იქნება მხოლოდ ცხიმი. ცხიმთან ერთად ვიკლებთ წყალს და კუნთს.

 

კუნთის კლება სასიხარულო სულაც არ არის. კუნთი საჭიროა ჯანმრთელობისთვის, მოძრაობისთვის, ორგანოების მუშაობისთვის. თან, რაც მეტი კუნთი გვაქვს, მით მეტი ცხიმის წვა შეგვიძლია. ამასთან ერთად, კუნთი უფრო პატარა ადგილს იკავებს ვიდრე იგივე წონის ცხიმი, ამიტომ შეიძლება ვარჯიშთან ერთად წონის შემცირება არ დაფიქსირდეს სასწორზე, მაგრამ შემცირდეს ცხიმის გარშემოწირულობა კუნთის მომატების ხარჯზე.

 

სასწორზე რა რიცხვს დაინახავთ გავლენას ახდენს წინა დღეს რა მიირთვით, რა რაოდენობის მარილი მიიღეთ, რა რაოდენობის წყალი დალიეთ. ქალების შემთხვევაში თვის მონაკვეთსაც კი მნიშვნელობა აქვს. ერთ დღე-ღამეში ერთი კილო ცხიმის მომატება ან დაკლება ორგანიზმს არ შეუძლია, სამაგიეროდ შეუძლია შეიკავოს ან დაკარგოს დიდი ოდენობით წყალი. Ზუსტად ამის გამო სასწორზე რიცხვები მუდმივად თამაშობს და ჩვენც ვერ ვიგებთ სწორად მივდივართ თუ არა ჩვენი მიზნისკენ.

 

იმისთვის, რომ პროგრესი გავზომოთ სასწორის გამოყენება კვირაში ერთხელ საკმარისია. კვირაში ერთხელ აწონვა მოგცემთ საშუალებას მიხვდეთ რამდენად სწორი მიმართულებით მიდიხართ. ამასთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ სანტიმეტრი რათა შეამოწმოთ თქვენი გარშემოწერილობა, ან შეარჩიოთ ერთი შარვალი რომლის მიხედვითაც მიხვდებით შეიცვალა თუ არა ფორმები.

 

ასევე წონაზე მნიშვნელოვანია რამდენად პროდუქტიული გახდი მას მერე, რაც სწორად დაიწყე საჭმლის შერჩევა და ვარჯიში ჩასვი შენს რაციონში. რამდენად მარტივი გახდა სახლში საყიდლების მძიმე პარკების მიტანა, კიბეებზე სუნთქვა რომ აღარ გეკვრება, ესეც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის, რა რიცხვს ხედავ სასწორის ეკრანზე.

 

დაიმახსოვრეთ, რომ არ არსებობს იდეალური წონა რომელიც განსაზღვრავს თქვენს ბედნიერებას, ჯანმრთელობას ან ფიზიკურ მდგომარეობას.

 

 

ნინი გოგუაძე (ნინიკუშკა)

 

Ნინი გოგუაძე (ნინიკუშკა), სერთიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი და სპორტული ნუტრიციოლოგია. Სპორტთან ბავშვობიდან აქვს შეხება. სკოლის პერიოდში სრიალებლდა თხილამურებზე, იყო არაერთი შეჯიბრის მონაწილე და გამარჯვებული, დაკავებული იყო კედელზე ცოცვით და ფეხბურთის თამაშით.

აქტიურად ფიტნესით დაახლოებით 6 წლის წინ დაინტერესდა და ვარჯიში მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ცდილობს სხვა ადამიანებსაც შეაყვაროს ვარჯიში და დაანახოს, რომ ფიზიკურ აქტივობას ბევრად მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე უბრალოდ წონის კლებაა.