Ge | En |
კეტო დიეტა, ანუ კეტოგენური დიეტა, არის კვების რეჟიმი ნახშირწყლების დაბალი და ცხიმების მაღალი შემცველობით. რაციონში შედის ცილები, მაგრამ განსაზღვრული რაოდენობით.
კეტო დიეტის სახელი უკავშირდება იმ ნივთიერებას, რომელსაც ამ დიეტის დაცვისას ორგანიზმი გამოიმუშავებს. კეტო დიეტის მთავარი მიზანი ნახშირწყლების შემცირებაა. მათი უკმარისობის დროს ორგანიზმი ცხიმების დაწვას იწყებს, რის ხარჯზეც ზედმეტი კილოგრამები ქრება, ხოლო კუნთის მასა არ ზიანდება.
რომელი პროდუქტები უნდა ჩართოთ კვების რაციონში:
• ხორცი: სტეიკი, შაშხი, სოსისი, ბეკონი, ქათამი და ინდაური;
• თევზი: ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი;
• ზღვის პროდუქტები;
• კვერცხი;
• კარაქი და არაჟანი;
• ყველი: ჩედარი, ნაღების, მოცარელა, ფეტა, თხის, ან ლურჯი ობიანი ყველი;
• თხილეული;
• ზეითუნის, ქოქოსის და ავოკადოს ზეთი;
• ავოკადო და გუაკამოლე;
• დაბალნახშირწყლოვანი ბოსტნეული: მწვანე ბოსტნეულის უმეტესობა, პომიდორი, ხახვი, წიწაკა;
• სანელებლები: მარილი, პილპილი, სანელებლები და მწვანილი;
კეტო დიეტის დროს მიზანშეწონილი არ არის შემდეგი პროდუქტების მიღება: ხილი, კარტოფილი, ლუდი, ბრინჯი, ცომეული, შაქარი.
როგორი ხორცი უნდა შეიტანოთ მენიუში:
კეტოს დიეტისთვის ხორცის შერჩევის მთავარი წესია - შეარჩიოთ ისეთი სახეობის ხორცპროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს და დაგეხმარებათ დაიცვათ სწორი პროპორცია: ცხიმი არანაკლებ 70%-ისა, ცილა - 25% და ნახშირწყლები - 5-10%-მდე. აირჩიეთ ცხიმიანი ხორცი, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ეს კი უფრო აადვილებს წონის დაკლებას.
ღორის ხორცისგან მომზადებული პროდუქტები ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტია კეტო დიეტაში. აუცილებელია მათი სწორად შერჩევა, შემადგენლობის გათვალისწინება, ნახშირწყლებისა და ცხიმების ბალანსი. გაითვალისწინეთ, რომ ისეთი პროდუქტები უნდა შეარჩიოთ, რომლებშიც მაქსიმალურად დაბალი იქნება ნახშირწყლების შემცველობა.
"ნიკორას“ მიერ წარმოებული პროდუქტების ასორტიმენტის მაგალითზე, რომ განვიხილოთ, ამ მხრივ იდეალურია შემდეგი პროდუქტები:
• "ნიკორას“ ღორის შაშხი - ნახშირწყლები 0,1 გ. ცხიმი 14,7 გ.
• "ნიკორას“ "შეიკა“ - ნახშირწყლები 0,2 გ. ცხიმი 18,9 გ.
• "ნიკორას“ შაშხი ბეკონი - ნახშირწყლები 0,1 გ. ცხიმი 26,7 გ.
• სოსისებიდან აირჩიეთ - "მიუნხენური“ - ნახშირწყლები 0,1 გ. ცხიმები 12 გ.
პროდუქტის შეძენისას გაეცანით ინფორმაციას კვებით ღირებულებებზე და ისე დაგეგმეთ თქვენი მენიუ.
ვიზუალურად გიზიარებთ, რომელი პროდუქტების მიღებაა მიზანშეწონილი საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე, რათა მომავალში თავად შეარჩიოთ და შეადგინოთ, ამ პროდუქტებით თქვენზე მორგებული დიეტა.
კეტო დიეტა არ ითხოვს კალორიების გამუდმებულ თვლას, აჩენს დანაყრების შეგრძნებას, აჩქარებს ცხიმების წვის პროცესს და მათ გაჩენას ეწინააღმდეგება.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |