ბლოგი
რატომ უნდა ვიაროთ ფეხით

რატომ უნდა ვიაროთ ფეხით

ფეხით სიარული

დღეს, ფეხით სიარული ჯანსაღი ცხოვრების  ერთერთი აუცილებელი პირობაა. სიარული ყველა ასაკის ადამიანისთვის არის საჭირო და სასარგებლო. პირველ რიგში მინდა გაგიზიაროთ ორი მთავარი მიზეზი თუ რატომ უნდა ვიაროთ ფეხით.

  • პირველი, ფეხით სიარული - წონის კლების სტაბილური და უსაფრთხო გზაა.

აქ, მთავარია, გავითვალისწინოთ ორი რამ, წონის კლებისთვის ფეხით სიარულის სიჩქარე უნდა იყოს 6 კმ-ი საათში ან მეტი. მარტივად, რომ ვთქვათ ეს არის 120-130 ნაბიჯი წუთში და ასეთი გასეირნება ყოველდღიურად, რომელიც მინუმუმ 30 წუთი ან მეტი უნდა გრძელდებოდეს.  კვირაში მინიმუმ 5 დღე, სწორედ ამ ტემპით სიარული დაგეხმარებათ უსაფრთხოდ დაიკლოთ წონაში დაახლოებით 2-4 კგ-მდე თვეში.  თუმცა ვინც ამ ტემპს ვერ ეწევით გული არ დაგწყდეთ, ნებისმიერი ტემპით სიარული იქნება სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის. გახსოვდეთ, ფეხით სიარულისას მნიშვნელოვანია სწორი სუნთქვა. ისუნთქეთ ღრმად და თანაბრად, პულსის მომატების შემთხვევაში პირით ჩაისუნთქეთ და ძლიერი ნაკადით ამოისუნთქეთ.

  • მეორე, ფეხით სიარული არაჩვეულებრივი საშუალებაა  ნერვული სისტემის და ჯანმრთელობის პროფილაქტიკისათვის.

ფეხით სიარული არეგულირებს არტერიულ წნევას. როდესაც დავდივართ უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ფიზიკური აქტივობა ხელს უშლის დაბალი სიმკვრივის მქონე ლიტოპროტეინების შემცირებას, რომლებიც შეიძლება სისხლძარღვებში თრომბის გაჩენის მიზეზი გახდეს, რაც   ინფაქტისა და ინსულტის მაპროვოცირებელია. ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, კვირაში 5 დღე რეგულარული სიარული, დღეში 1 საათის მანძილზე, 2 ჯერ ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს.

ფეხით სიარულის დადებით თვისებებზე შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ. სიარული გვმატებს ენერგიას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლას) და ააქტიურებს ჰორმონ მელატონინის გამოყოფას, რომელიც არეგულირებს ძილს. ასევე სიარული ხელს უწყობს სახსრების მოქნილობას და კოორდინაციას.

დეპრესიის, მღელვარების ან შფოთვის მოხსნის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ხეტიალი. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ კარგი გასეირნება გვეხმარება დაძაბულობის მოხსნაში. სცადეთ სეირნობა ყურსასმენებით ან თუნდაც მოუსმინეთ ბუნებას, ღრმად ჩაისუნთქეთ/ამოისუნთქეთ და იგრძნობთ სიმშვიდეს. სიარული ეხმარება სხეულს ენდორფინების წარმოქმნაში, რომელიც ჩვენს გუნება-განწყობას განაპირობებს. კვლევების თანახმად მხოლოდ 12 წუთი სიარულიც კი იწვევს სიმხნევის, ყურადღებისა და თავდაჯერებულობის მომატებას. ხოლო დაძაბულობის დროს 15 წუთიან სეირნობას უფრო მეტი შვება მოაქვს, ვიდრე მსუბუქ დამამშვიდებელ საშუალებებს.

ჩემი რჩევაა ჩაიცვათ კომფორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი,  აიღოთ წყლის ბოთლი, და ისეირნოთ ფეხით სუფთა ჰაერზე კვირაში 5-ჯერ მაინც, თქვენთვის კომფორტულ დღის მონაკვეთში. გახსოვდეთ, ადამიანები, რომლებიც დღეში სულ რაღაც 800 მეტრს გადიან ფეხით, შედარებით დიდხანს ცოცხლობენ.

სიარული გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას,  მიიღეებთ დადებით ემოციებს  და აგავსებთ ენერგიით.

 

ქეთი ხატიაშვილი

ქეთი პროფესიონალი ტანმოვარჯიშეა. ის საქართველოს ჩემპიონია ტანვარჯიშში.

აქტიური სპორტისთვის თავის დანებების შემდეგ, იგი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის“ დამფუძნებელია, სადაც გოგონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ქეთი, ამავე დროს, აქტიური ბლოგერია და საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო ინფორმაციასა და თავის გამოცდილებას.

ყველაზე მეტად შვილთან ერთად ყოფნა სიამოვნებს, ასევე ძალიან უყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, ტრადიციებისა და ღირსშესანიშნაობების შეცნობა.