ბლოგი
ხორცის რომელი ნაწილი რომელი კერძისთვის უნდა გამოვიყენოთ - გზამკვლევი გურმანებისთვის

ხორცის რომელი ნაწილი რომელი კერძისთვის უნდა გამოვიყენოთ - გზამკვლევი გურმანებისთვის

ხორცი

ხორცი ადამიანის კვების რაციონის აუცილებელი ნაწილია. საქართველოში ყველაზე გავრცელებული საქონლის, ქათმისა და ღორის ხორცია. მათ განსხვავებული სასარგებლო თვისებები აქვთ. თუმცა ნებისმიერი ტიპის ხორცისგან მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით, მნიშვნელოვანია, მიირთვათ გაუყინავი საღი პროდუქტი, რომელსაც ლაბორატორიული შემოწმება გავლილი აქვს.

ჯანსაღი ხორცი რომ მარტივად იცნოთ, გაითვალისწინეთ:

ხორცის ზედაპირი უნდა იყოს მშრალი. ქაღალდის ხელსახოცი ხორცზე დადებით არ უნდა დასველდეს. გაჭრის დროს კი ზედაპირი უნდა იყოს სველი, მაგრამ არა წებოვანი.
გაჭრის დროს საქონლის ხორცი უნდა იყოს ღია წითელი ფერიდან მუქ წითლამდე, ხბოს ხორცი – ბაცი ვარდისფერი, ღორის ხორცი – ღია ვარდისფერიდან წითლამდე.
ხორცის ცხიმი არ უნდა იყოს ყვითელი. საქონლის ქონს აქვს თეთრი, ჩალისფერი ან მოყვითალო შეფერილობა. ღორის ქონი რბილია და მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ღია ვარდისფერი ან თეთრი.

მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ ხორცი ახალი და ჯანსაღია, სწორად უნდა შეარჩიოთ ნაწილი, რომელსაც შეიძენთ.  სხვადასხვა კერძისთვის ხორცის კონკრეტული ნაჭრების გამოყენებაა რეკომენდებული. ჩვენ გირჩევთ, რომელი ნაჭერი რომელი კერძისთვისაა იდეალური.

საქონლის ხორცის რომელი ნაწილი რომელი კერძისთვის გამოვიყენოთ?

საქონლის ხორცის რომელი ნაწილი რომელი კერძისთვის გამოვიყენოთ?

ჩალაღაჯი - ეს გახლავთ საქონლის ხორცის ნაწილი, რომელიც ყველაზე ნაკლებად იტვირთება და სწორედ ამიტომ ხორცი საკმაოდ რბილია. შესაბამისად, ის იდეალურია სტეიკის გასაკეთებლად ან სხვა ფორმით შესაწვავად.

ანტრეკოტი  - ეს საქონლის ზურგის ნაწილია. მას საკეპი ხელსაწყოთი ამუშავებენ და ასევე შესაწვავად იყენებენ. თუმცა ანტრეკოტისგან ძალიან გემრიელი ოსტრი და ჩაშუშულიც მზადდება.

ბარკალი - საქონლის ხორცის ეს ნაწილი იდეალურია ფარშის მოსამზადებლად. შესაბამისად, თუ გუფთის, ტოლმის ან კოტლეტის გაკეთებას აპირებთ, აუცილებლად ბარკლის რბილი ნაწილი შეიძინეთ.

სუკი - მას ბეჭის ხორცს უწოდებენ. სუკი ძირითადად გამოიყენება შესაწვავად, სტეიკის მოსამზადებლად, რადგან ერთ-ერთი ყველაზე რბილი ნაწილია საქონლის ხორცში. შესაბამისად, ის ადვილად და სწაფად იწვება. რადგან სუკი უცხიმო ნაწილია, ის უფრო მშრალი გამოდის, ამიტომ შეწვის წინ სხვადასხვა მეთოდით ამარინადებენ.

რადგან სუკი რბილი და უცხომო ნაჭერია, მას ხშირად იყენებენ მოსახარშადაც. ზოგადად, მოხარშული ხორცი ძალიან სასარგებლო საკვებია. მას აქტიურად იყენებენ ბავშვთა კვებაში, დიეტის დროს.

არტალა - ამ ნაწილს  ხშირად  კანჭსაც უწოდებენ. ძროხის არტალასგან სხვადასხვა სახეობის წვნიანი მზადდება. ძვალთან ერთად მოხარშული ხორცის ნაჭრით ყველაზე გემრიელი და არომატული წვნიანი გამოდის.

 

მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით იდეალური კერძის მომზადებას შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ საღი ხორცის შერჩევის წესებიც. პროდუქტი შეიძინეთ სანდო ქსელურ მარკეტებში, სადაც უსაფრთხოებისა და ხარისხის ყველა სტანდარტი დაცულია. "ნიკორას“ სუპერმარკეტები ყოველდღიურად ახალი, საღი, ქართული ხორცით მარაგდება. რაც მთავარია, სრულად დაცულია ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები, სწორედ ამიტომ არის იგი ყოველთვის ახალი, ჯანსაღი, ხარისხიანი და გემრიელი.