ბლოგი
5 კრიტერიუმი, რომლითაც მოხარშული ძეხვის ხარისხი უნდა განსაზღვროთ

5 კრიტერიუმი, რომლითაც მოხარშული ძეხვის ხარისხი უნდა განსაზღვროთ

მოხარშული ძეხვი

მოხარშული ძეხვი ერთგვაროვანი სტრუქტურის  ხორცპროდუქტია, რომელიც მზა პროდუქტების კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მის უპირატესობებს მრავალფეროვანი გემო და მარტივად გამოყენების შესაძლებლობა წარმოადგენს.

მოხარშული ძეხვის ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს, მწარმოებლებიც ცდილობენ მომხმარებლებს მათ გემოვნებასა და სურვილებზე მორგებული პროდუქტი შესთავაზონ. საქართველოში, ამ კატეგორიაში, ყველაზე პოპულარული "საექიმო“ და "მოყვარულთაა“. 

მოხარშული ძეხვის შეფასებისას გასათვალისწინებელია ხუთი ძირითადი ფაქტორი, რითაც პროდუქტის ხარისხი განისაზღვრება.

გარსაცმი

გარსაცმი

მოხარშული ძეხვი შეიძლება დამზადდეს, როგორც ნატურალურ ისე პოლიამიდის გარსაცმში. პოლიამიდის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ გარსაცმი არ იყოს დაჭმუჭვნული. ასევე, აუცილებელია, რომ  გაჭრის დროს გარსაცმს და ხორცს შორის არ იყოს ჟელესებური მასა.

კონსისტენცია

ხორცპროდუქტი უნდა იყოს ერთგვაროვანი კონსისტენციის. მასში არ უნდა გხვდებოდეთ მსხვილი ჩანართები, თუ იმ კონკრეტული სახეობისთვის არ არის დამახასიათებელი, მაგალითად, როგორიც ლუდის ან შაშხის ძეხვია.

ფერი

ფერი

მოხარშული ძეხვის ფერი უნდა იყოს სასაიმოვნო ვარდისფერი. არ უნდა იყოს არც ძალიან მუქი და არც ძალიან ღია.

სუნი

მოხარშული ძეხვის არომატი უნდა იყოს სასიამოვნო და კონკრეტული პროდუქტისთვის დამახასიათებელი.

გემო

გემო

ხორცპროდუქტის გემოს შეფასების ერთი კრიტერიუმი არ არსებობს, რადგან ის სხვადასხვა სახეობის და სხვადასხვა შემადგენლობისაა. შესაბამისად, გემოც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი  ხორცის ნაწილითაა დამზადებული და რომელი სანელებლებითაა შეკაზმული. მთავარია, რომ მოხარშული ძეხვის გემო იყოს სასიამოვნო, კონკრეტული პოზიციისთვის დამახასიათებელი.

მას შემდეგ, რაც თქვენთვის სასურველ მოხარშულ ძეხვს შეიძენთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი შენახვის პირობებიც:

  • მოხარშული ძეხვი ინახება მაცივარში 0-8 გრადუს ტემპერატურაზე;
  • ნატურალურ გარსაცმში დამზადებული მოხარშული ძეხვის შენახვის პირობები მოკლეა და დაახლოებით 7-10 დღეს შეადგენს;
  • პოლიამიდის გარსაცმში დამზადებული მოხარშული ძეხვის შენახვის პირობები უფრო ხანგრძლივია და დაახლოებით 1-2 თვეს უტოლდება. კონკრეტული ვადა დამოკიდებულია გარსაცმის ტიპზე, დამზადების ტექნოლოგიაზე. რაც უფრო მრავალშრიანია გარსაცმი, მით მეტია შენახვის ვადა.
  • სასუფრედ დაჭრილი მოხარშული ძეხვის შენახვის ვადა მხოლოდ 3 დღეა.