სიახლეები
ნიკორა კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას აგრძელებს

ნიკორა კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას აგრძელებს

17 მაი. 2021

ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი უმ­სხვი­ლე­სი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია “ნი­კო­რა“ სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სტი­პენ­დი­ის გა­ცე­მას აგ­რძე­ლებს. მე­სა­მე წე­ლია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი­ას იღე­ბენ. სტი­პენ­დი­ან­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა სე­მესტრუ­ლად ხდე­ბა გა­სუ­ლი სე­მესტრის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის მი­ხედ­ვით.

 

მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრშიც კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გე­ბის ფა­კულ­ტე­ტის ორი მე­სა­მე­კურ­სე­ლი და ორი მე­ო­თხე­კურ­სე­ლი “ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი გახ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის ოთხი­ვე სტი­პენ­დი­ან­ტი გა­სულ სე­მესტრშიც იღებ­დნენ სტი­პენ­დი­ას. “ნი­კო­რას“ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სტი­პენ­დი­ან­ტი მა­რი­ამ გო­გე­ლი­ძე კი უკვე სა­წარ­მოს თა­ნამ­შრო­მე­ლიც გახ­და.

 

და­ვით ივა­ნი­ა­ძე ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი­ას უკვე მე­ო­რე წე­ლია იღებს. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, სტი­პენ­დია მის­თვის მო­ტი­ვა­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ სწავ­ლა მა­ღალ დო­ნე­ზე გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

 

„სტი­პენ­დი­ამ, პირ­ველ რიგ­ში, დიდი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა, რომ კარ­გად მეს­წავ­ლა. სტუ­დენ­ტებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­აც გა­ი­ზარ­და. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ სტი­პენ­დია ყო­ველ­სე­მესტრუ­ლია და ეს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. გარ­და იმი­სა, რომ ეს ფი­ნან­სუ­რი ჯილ­დოა, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი გრძნო­ბაა, სტი­პენ­დი­ან­ტის სა­ხე­ლი რომ გაქვს. ჩვენ­თვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­დან ასე­თი და­ფა­სე­ბა და მი­ხა­რია, რომ “ნი­კო­რა“ სა­მო­მავ­ლოდ ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვი­საც ღიაა,“ - გან­მარ­ტავს და­ვით ივა­ნი­ა­ძე.

 

და­ვი­თის კურ­სე­ლია გი­ორ­გი კუ­კა­ვა, რო­მე­ლიც ასე­ვე მე­ო­რე წე­ლია, სტი­პენ­დი­ას იღებს.

 

“კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნო­ბაა. ამ პრო­ცეს­ში დიდი როლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­სა და პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას უკა­ვია. სა­მო­მავ­ლოდ მინ­და, ხორ­ცის ან პუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლო მუ­შა­ო­ბა. ამ ეტაპ­ზე კი მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა სტი­პენ­დია. უდი­დე­სი სტი­მუ­ლია, რომ სწავ­ლა გი­ფას­დე­ბა და სა­მო­მავ­ლო­დაც ასე გაგ­რძე­ლე­ბის მეტი მო­ტი­ვა­ცია მაქვს,“ - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი კუ­კა­ვა.

 

მე­სა­მე­კურ­სე­ლი გი­ორ­გი რთვე­ლი­აშ­ვი­ლი­სა და ნიკა გო­მე­ლა­უ­რის­თვის ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად გა­სულ სე­მესტრში მი­ი­ღეს და ეს დიდი მო­ტი­ვა­ტო­რი გახ­და, რომ სწავ­ლა მა­ღალ დო­ნე­ზე გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ.

 

“კონ­კუ­რენ­ცია საკ­მა­ოდ მძაფ­რი იყო. რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ მე გავ­ხდი სტი­პენ­დი­ან­ტი, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ეს მო­მა­ვალ­შიც დიდი მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა ჩემ­თვის, რომ უკე­თე­სად ვის­წავ­ლო და უკე­თე­სად ვა­კე­თო ჩემი საქ­მე. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ჩვე­ნი სწავ­ლა ფას­დე­ბა არა მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტის, არა­მედ კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­და­ნაც. მი­ხა­რია, რომ ასე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი არ­სე­ბო­ბენ ბა­ზარ­ზე. ისი­ნი ზრუ­ნა­ვენ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ზე და ამით ზრუ­ნა­ვენ იმა­ზეც, რომ მო­მა­ვალ­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეყო­ლე­ბათ. კუ­ლი­ნა­რი­ულ სკო­ლა­შიც ვფიქ­რობ სწავ­ლას და შე­იძ­ლე­ბა სტი­პენ­დია ამა­შიც გა­მო­ვი­ყე­ნო,“ – აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი რთვე­ლი­აშ­ვი­ლი.

 

“სამ­წუ­ხა­როდ, დღეს კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს კერ­ძო სექ­ტო­რი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ე­თი­დან ჩა­მოყ­ვა­ნილ ტექ­ნო­ლო­გებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, სტუ­დენ­ტე­ბის ის, რა­საც “ნი­კო­რა“ აკე­თებს. სა­სი­ა­მოვ­ნოა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ არი­ან კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნა­ვენ სტუ­დენ­ტებ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ზე. ჩვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბი ხომ სწო­რედ ეს კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან. სტი­პენ­დია სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მეტი მო­ტი­ვა­ცი­ის მომ­ცე­მია, რომ უკე­თე­სად ის­წავ­ლონ და უფრო მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცურ კად­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ,“ – ამ­ბობს ნიკა გო­მე­ლა­უ­რი.

 

“ნი­კო­რა“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ფი­ნან­სურ მო­ტი­ვი­რე­ბას მო­მა­ვალ წელ­საც გა­აგ­რძე­ლებს.