სიახლეები
ნიკორას სტიპენდიატების ტური საწარმოში
ნიკორას სტიპენდიატების ტური საწარმოში
30 მარ. 2023
"ნიკორას" სტიპენდიატები საწარმოში სტუმრად გვეწვივნენ.
აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს ჯერ საწარმოში ვუმასპინძლეთ, შემდეგ კი გემრიელ დეგუსტაციაზე.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკულად გასცნობოდნენ წარმოების პროცესებს და პროფესიულად შეეფასებინათ ჩვენი ხორცპროდუქტების საგემოვნო თვისებები.
"ნიკორა" საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას აგრძელებს. წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურ სტიპენდიას რამდენიმე წელია იღებენ.