სიახლეები
კიდევ ორი ახალი პროდუქტი ნიკორას მომხმარებლებისთვის
კიდევ ორი ახალი პროდუქტი ნიკორას მომხმარებლებისთვის
06 სექ. 2010
"ნიკორა" მომხმარებლებს ორ ახალ პროდუქტს სთავაზობს. "საიუბილეობს" სერიის სოსისი - "ნიურნბერგის ბრათვურსტი" და სარდელი - "პიცა" უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ კომპანიის საფირმო მაღაზიებში.
"ნიურნბერგის ბრათვურსტი" ტრადიციული ბავარიული სოსისია და მისი წარმოება საქართველოში პირველად სწორედ "ნიკორამ" დაიწყო. პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ შესაწვავად.
რაც შეეხება სარდელ "პიცას" - მის შემადგენლობაში შედის საქონლისა და ღორის ხორცი, სოკო, ჰოლანდიური ყველი და სანელებლები, რაც პროდუქტს გამორჩეულ გემოს ანიჭებს. სარდელი "პიცა" შეგიძლიათ მიირთვათ როგორც შემწვარი, ასევე მოხარშული სახით.