Ge | En |
"ნიკორამ" ტრადიცია არც წელს დაარღვია და ბავშვთა საერთაშორისო დღე ამჯერად 2008 წლის მოვლენების შედეგად დევნილ პატარებს მიულოცა. მორთული ავტობუსით თბილისში ექსკურსიის შემდეგ, ბავშვები კინოთეატრ "რუსთაველს"a ესტუმრნენ და 3D ფორმატის ფილმი "კარიბის ზღვის მეკობრეები" ნახეს.
ბავშვების შერჩევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანადგომით განხორციელდა.
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "ნიკორამ" სპეციალური გასაფერადებელი ალბომებიც გამოუშვა, რომელიც თავისი იუმორისტული სიტუაციებით ერთნაირად მხიარულ განწყობას უქმნის როგორც ბავშვებს, ასევე მათ მშობლებსაც. 1 ივნისს ალბომები "ნიკორას" საფირმო მაღაზიათა ქსელში დარიგდა.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |