სიახლეები
ნიკორა ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას განაგრძობს

ნიკორა ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას განაგრძობს

25 აპრ. 2014

24 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილისა და ფრანგი ფოტოხელოვანის, ალენ პიზენის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა - "შეხვედრა მომავალთან" გაიხსნა. ცერემონიალზე შეკრებილ საზოგადოებას "ნიკორამ" საკუთარი წარმოების უგემრიელესი ხორცპროდუქტებითა და თევზეულით უმასპინძლა. 

ხელოვნების სფეროს მხარდაჭერა და განვითარება "ნიკორას" ერთ-ერთი პრიორიტეტია. კომპანიას არსებობის მანძილზე აღნიშნული მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. 

ქართველ დამთვალიერებელს ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების ხილვა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში 4 მაისის ჩათვლით შეეძლება. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ მოსიაშვილის ნამუშევრები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მხატვრის ნახატები გამოფენილია პრაღის ნაციონალურ მუზეუმში, პენტაგონის ცენტრალურ ოფისში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის დირექტორიაში და საფრანგეთის არაერთი ქალაქის სხვადასხვა ოფიციალურ დაწესებულებებში.