სიახლეები
თურქ ქართველთა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი

თურქ ქართველთა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი

27 ივნ. 2011

25 ივნისს, "ნიკორას" ფინანსური მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, თურქ ქართველთა ფოლკლორული ანსამბლის - "კაფდაღის" ("კავკასიის მთა") კონცერტი გაიმართა. 

ანსამბლი "კაფდაღი" ("კავკასიის მთა") სტამბოლში მოქმედი ერთადერთი ქართული ჯგუფია, მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლებითაა დაკომპლექტებული და მის ჩამოყალიბებაში  უდიდესი წვლილი მიუძღვის თურქ ქართველთა შორის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოღვაწეს, ქართული კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში განუზომელი წვლილის მქოდე პიროვნებას, ახმედ მელაშვილს – ადამიანს, რომელსაც დამსახურებისათვის, თურქმა ქართველობამ "მეოცე საუკუნის თურქეთელ ქართველთა ილია ჭავჭავაძე" უწოდა.