| Ge | En |
"ნიკორას" ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში "ევროპის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალი 2011"-ის გამარჯვებული ფილმების ჩვენება გაიმართა. ფესტივალი კინოთეატრ "ამირანში" 7-9 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და მის ფარგლებში, მაყურებელს საშუალება ჰქონდა ევროპის 14 სხვადასხვა ქვეყნიდან 19 საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი, ანიმაციური თუ ექსპერიმენტული ფილმი ენახა.
"მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ფილმებს საქართველოს წარვუდგენთ და მოუთმენლად ველით უფრო მეტ კინოხელოვანთან შეხვედრას, ქვეყნიდან სადაც ასე სწრაფად და აქტიურად ვითარდება კინოკულტურა", - განაცხადა სკოტ ჰილიერმა, კინოფესტივალის პრეზიდენტმა.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
| პროდუქცია | კულინარია მოვლენები |