Ge | En |
რა გავითვალისწინოთ, როგორც მოვხარშოთ ან შევწვათ სწორად თევზი. გიზიარებთ საინეტერესო რჩევებს, რაც ვფიქრობთ დაგეხმარებთ თქვენს მიერ მომზადებული კერძი კიდე უფრო გემრიელი გამოვიდეს და ყველა სასარგებლო თვისება შეინარჩუნოს.
რა უნდა გავითვალისწინოთ თევზის მომზადებისას?
ახალი თევზი ძალიან სწრაფად იწყებს გაფუჭებას, ამიტომ, უშუალოდ მომზადების წინ გამოიღეთ მაცივრიდან, ან მოამზადეთ იმავე დღეს, როდესაც იყიდით. თუ თევზი გაყინულია, მაშინ, საყინულიდან მაცივარში გადაიტანეთ და ისე გაალღვეთ. ამგვარად, თევზი თანაბრად გალღვება, შეინარჩუნებს წვენს და ახალივით იქნება. მიკროტალღურ ღუმელში, ან სითბოში გალღვობისას, თევზი უფრო მეტ წყალს გამოუშვებს, რაც თევზის გაფუჭებას გამოიწვევს და სასურველი გემოც აღარ ექნება. დაუშვებელია თევზის ცხელ წყალში გალღვობაც, ამიტომ თუ ცოტა დრო გაქვთ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, გაყინული თევზის ცივ წყალში გალღვობა. რაც შეეხება შენახვის ვადას, ახალი თევზი მაცივარში (საყინულეს გარეთ) ორი დღის განმავლობაში ინახება იმ პირობით, რომ ის გასუფთავებული და გამოშიგნულია.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია რა ზომის ნაჭრებად დავჭრით მოსახარშ თევზს. იგი არ უნდა იყოს არც ძალიან პატარა, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩაიხარშება და არც ძალიან დიდი, რადგან ასეთ დროს არის იმის შესაძლებლობა რომ ყველა ნაჭერი თანაბრად არ მოიხარშოს. თევზის საშუალო ზომის ნაჭრებად უნდა დაიჭრას და ცივ მარილიან წყალში მოიხარშოს. თევზი უფრო მკვრივი გამოვა და არ ჩაიშლება, თუ ხარშვისას წყალს ცოტა ძმარს დაუმატებთ. თევზის ხარშვის დრო საშუალოდ 15-30 წუთია. თევზის მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით: თუ ის ადვილად ჩადის და გამჭვირვალე წვენი გამოდის, მაშინ თქვენი თევზი მზად არის.
რაც შეეხება შეწვას. შეწვის წინ თევზი კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ და გაამშრალეთ (გამშრალება მნიშვნელოვანია თუ გინდათ კნატუნა კანიანი კერძი მიიღოთ). კარგად წაუსვით მარილი თევზის ნაჭრებს შეწვამდე 30 წუთით ადრე, რომ შეიწოვოს და ცოტა მარილი საფანელშიც გაურიეთ. გამოიყენეთ საკმარისი რაოდენობის ზეთი შეწვისას. საფანელში ამოვლებული თევზის ნაჭრები უნდა ჩაიძიროს ცხიმში მეოთხედით. თევზი აუცილებლად კარგად გახურებულ ტაფაზე უნდა მოათავსოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიწყებს ხარშვას. შეწვით 3-5 წთ ძლიერ, ან საშუალო ცეცხლზე ყოველი მხრიდან. თევზი შეწვის პროცესში მხოლოდ ერთხელ გადააბრუნეთ და არ აწიოთ ძალიან მაღლა ტაფის ძირიდან.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |