Ge | En |
მოხარშული ძეხვი ერთგვაროვანი სტრუქტურის ხორცპროდუქტია, რომელიც მზა პროდუქტების კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მის უპირატესობებს მრავალფეროვანი გემო და მარტივად გამოყენების შესაძლებლობა წარმოადგენს.
მოხარშული ძეხვის ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს, მწარმოებლებიც ცდილობენ მომხმარებლებს მათ გემოვნებასა და სურვილებზე მორგებული პროდუქტი შესთავაზონ. საქართველოში, ამ კატეგორიაში, ყველაზე პოპულარული "საექიმო“ და "მოყვარულთაა“.
მოხარშული ძეხვის შეფასებისას გასათვალისწინებელია ხუთი ძირითადი ფაქტორი, რითაც პროდუქტის ხარისხი განისაზღვრება.
მოხარშული ძეხვი შეიძლება დამზადდეს, როგორც ნატურალურ ისე პოლიამიდის გარსაცმში. პოლიამიდის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ გარსაცმი არ იყოს დაჭმუჭვნული. ასევე, აუცილებელია, რომ გაჭრის დროს გარსაცმს და ხორცს შორის არ იყოს ჟელესებური მასა.
კონსისტენცია
ხორცპროდუქტი უნდა იყოს ერთგვაროვანი კონსისტენციის. მასში არ უნდა გხვდებოდეთ მსხვილი ჩანართები, თუ იმ კონკრეტული სახეობისთვის არ არის დამახასიათებელი, მაგალითად, როგორიც ლუდის ან შაშხის ძეხვია.
მოხარშული ძეხვის ფერი უნდა იყოს სასაიმოვნო ვარდისფერი. არ უნდა იყოს არც ძალიან მუქი და არც ძალიან ღია.
სუნი
მოხარშული ძეხვის არომატი უნდა იყოს სასიამოვნო და კონკრეტული პროდუქტისთვის დამახასიათებელი.
ხორცპროდუქტის გემოს შეფასების ერთი კრიტერიუმი არ არსებობს, რადგან ის სხვადასხვა სახეობის და სხვადასხვა შემადგენლობისაა. შესაბამისად, გემოც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ხორცის ნაწილითაა დამზადებული და რომელი სანელებლებითაა შეკაზმული. მთავარია, რომ მოხარშული ძეხვის გემო იყოს სასიამოვნო, კონკრეტული პოზიციისთვის დამახასიათებელი.
მას შემდეგ, რაც თქვენთვის სასურველ მოხარშულ ძეხვს შეიძენთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი შენახვის პირობებიც:
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |