Ge | En |
ნერვული გაღიზიანება მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ის მსოფლიო მოსახლეობის 7%-ზე მეტს მუდმივად აწუხებს. გაღიზიანება სხვადასხვა დარღვევით შეიძლება გამოიხატებოდეს, თუმცა მისი მთავარი ნიშნებია: დაძაბულობა, მწუხარება და მუდმივად რაღაცაზე ნერვიულობა. ეს ყველაფერი კი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში ხელს უშლის.
გაღიზიანების სამკურნალოდ არსებობს სხვადასხვა მეთოდი: მედიკამენტური თერაპია, ფსიქოთერაპია, ხშირად მიმართავენ სუნთქვით თერაპიას. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს კვებითაც შეუძლიათ შეამცირონ გაღიზიანების ხარისხი.
წარმოგიდგენთ 5 პროდუქტს, რომლებიც მისი შემადგენელი ნივთიერებებიდან გამომდინარე, ნამდვილად დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ იყოთ მუდმივად გაღიზიანებული.
თევზი, განსაკუთრებით ორაგული, ტვინის ფუნქციონირებას ასტიმულირებს. სწორედ ამიტომ მისი რეგულარული მირთმევა ადამიანს გაღიზიანების შემცირებაში ეხმარება. მიზეზი მასში შემავალი ვიტამინი D და ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ია. ისინი დოფამინისა და სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს. აღნიშნულ ჰორმონებს კი დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედება აქვს.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ცხიმოვანი მჟავებით (ომეგა-3) გამდიდრებული კვების რეჟიმი ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შემცირებას და ტვინის უჯრედების ფუნქციონირების გაუმჯობესებას. ადამიანებს კი, რომლებიც ხშირად არიან გაღიზიანებული, სწორედ ნერვული ქსოვილის გადამეტებული აგზნება ახასიათებთ.
მღელვარებისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებასთან პირდაპირ კავშირშია D ვიტამინიც.
D ვიტამინით ასევე ძალიან მდიდარია ქაშაყი. ორაგულისგან განსხვავებით, ქაშაყის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის. რეალურად კი ის სხვა ვიტამინებთან ერთად განსაკუთრებული რაოდენობის D ვიტამინს შეიცავს, რაც ადამიანს გაღიზიანების შემცირებაში, ცუდ განწყობასა და დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი შეიცავს L-თეანინს - ამინომჟავას, რომელიც დადასტურებულად პოზიტიურად მოქმედებს გაღიზიანების წინააღმდეგ.
კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად სვამენ მწვანე ჩაის, ჰორმონ კორტიზოლის დონე დაბალი აქვთ. აღნიშნული ჰორმონი კი პირდაპირ კავშირშია სტრესსა და გაღიზიანებასთან. ეს დაკავშირებულია L-თეანინის უნართან - ნერვები ზედმეტი აღგზნებისგან დაიცვას. ამავდროულად, ის სეროტონინისა და დოფამინის დონის ზრდას უწყობს ხელს.
ნუში
ნუში შეიცავს არაერთ ისეთ ნივთიერებას, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ვიტამინ E-სა და ჯანსაღ ცხიმებს უკავიათ.
დადასტურებული ფაქტია, რომ ნუში ამცირებს ოქსიდაციურ სტრესსა და ანთებით პროცესს, რომლებიც გაღიზიანების გამომწვევი მიზეზებია. თხილეულის და განსაკუთრებით, ნუშის რეგულარული მირთმევა დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს.
მოცვი
მოცვი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინსა და სხვა ანტიოქსიდანტებს, მაგალითად, ფლავონოიდებს. აღნიშნული ნივთიერებები მღელვარების შემცირებასთან პირდაპირ კავშირშია.
ერთ-ერთი კვლევით დადასტურდა, რომ ადამიანებს, რომლებიც 4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთმევდნენ მოცვს, შეუმცირდათ დეპრესიის ნიშნები, გახდნენ უფრო მშვიდები და ჰარმონიულები საკუთარ თავთან.
კვერცხი
კვერცხი ტრიპტოფანის საუკეთესო წყაროა. ეს კი გახლავთ ნეიროტრანსმითერი, რომელიც გაღიზიანების სიმპტომების შემცირებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. კვლევით დადასტურდა, რომ პროტეინისა და ტიპტოფანის არაადეკვატური მიღება პირდაპირ უკავშირდება გაღიზიანებას. კვერცხი კი სწორედ ამ ორის წყაროა. ის ასევე შეიცავს ვიტამინ D-ს.
როგორც აღვნიშნეთ, ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება არა მხოლოდ ფიზიკურად აისახება ადამიანზე, არამედ დადებითად მოქმედებს მის მენტალურ ჯანმრთელობაზეც. ჩართეთ დასახელებული პროდუქტები თქვენს კვების რაციონში და რამდენიმე კვირაში შედეგი გაგაოცებთ.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |