Ge | En |
ქაშაყი, მსოფლიო სამზარეულოს ღირსეული ვარსკვლავი, ცნობილია არა მხოლოდ თავისი მდიდარი გემოთი, არამედ სასარგებლო გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე. ამ პროდუქტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სხვადასხვა კულტურის კულინარიაში. მაგალითად, ჰოლანდიელებს განსაკუთრებულად უყვართ ქაშაყი. მას ამსტერდამის თითქმის ყველა რესტორნის მენიუში შეხვდებით. 2023 წლის MSC-ის სტატისტიკით, ჰოლანდიელები ყოველწლიურად 35-45 მილიონამდე ქაშაყს მოიხმარენ.
ქაშაყი შუა საუკუნეების ევროპაში კვების რაციონის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო. მას იყენებდნენ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის დამარილებულს და შებოლილს, რამაც შესაძლებელი გახადა პროდუქტის დიდი ხნის განმავლობაში შენახვა, განსაკუთრებით სამაცივრო მოწყობილობების არარსებობის პერიოდში. ქაშაყის მნიშვნელობა იმდროინდელ რაციონის კულტურაშიც კი აისახა, მათ შორის ლეგენდებში, ხალხურ ზღაპრებსა და ძველ რეცეპტებში, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ქაშაყი გახდა ევროპელების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
ქაშაყს ყოველწლიურად, მაისიდან ივლისამდე პერიოდში იჭერენ. ეს დრო ემთხვევა თევზის პლანქტონებით კვების წლიურ ციკლს, რაც განაპირობებს მასში ცხიმის მინიმალურ 16%-იან შემცველობას. დაჭერის შემდეგ ქაშაყს ამუშავებენ და ამარილებენ თევზმჭერ გემებზევე.
ქაშაყის დაჭერა-დამუშავების ეს მეთოდი ცნობილია მე-17 საუკუნის ჰოლანდიის ოქროს ხანიდან. ძლიერი სავაჭრო საზღვაო ძალების წყალობით, ნიდერლანდების წყლებში ქაშაყის სიმრავლემ და დიდი მარხვის კათოლიკური ტრადიციის გამო თევზის მოხმარებამ, ქაშაყი და ჰოლანდიური კულტურა ჯერ კიდევ ასობით წლების წინ ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა.
ჰოლანდიის ოქროს ხანის პერიოდში, ნიდერლანდები ქაშაყის ბაზრის 80%-ს ფლობდა და იმდენი ფული გამოიმუშავა ქაშაყის ვაჭრობით, რომ ევროპის სამ უმდიდრეს ქვეყანას შორის მოხვდა.
Vlaggetjesdag - დროშის დღე, ერთ-ერთი უმსხვილესი ქუჩის ფესტივალია ჰააგაში. ამ ფესტივალით ოფიციალურად იხსნება ქაშაყის სეზონი. დროშის დღე, რომელიც იმართება სანაპირო ქალაქ შევენინგენში, ქაშაყის სეზონის დაწყებას აღნიშნავს ნავსადგურის თევზსაჭერი გემებით, ადგილობრივი მუსიკით, ძველი ჰოლანდიური თამაშებითა და ტრადიციული ხელნაკეთობებით.
ცილა: ქაშაყი არის მაღალი ხარისხის ცილის შესანიშნავი წყარო, რომელიც აუცილებელია უჯრედების ჯანმრთელობისა და ზრდისთვის.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები: ქაშაყი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ტვინის ფუნქციონირებაზე.
ვიტამინები და მინერალები: თევზის ეს პროდუქტი შეიცავს ვიტამინებს B12 და D, ასევე მინერალებს, მათ შორის სელენს და იოდს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხეულის მთლიან ჯანმრთელობაში.
კალორიული შემცველობა: ქაშაყი არის დაბალკალორიული პროდუქტი, რაც მას შესანიშნავ არჩევანს ხდის მათთვის, ვინც საკუთარ წონას აკონტროლებს.
ქაშაყი ძალიან პოპულარულია საქართველოშიც. მას სიამოვნებით მიირთმევენ როგორც ლუდთან, ასევე იყენებენ სალათების მოსამზადებლად. ძალიან გავრცელებულია დამარილებული, დამარინადებული, შებოლილი სახით. ქაშაყის ასორტიმენტიდან გამორჩეულია ქაშაყის პრესერვები -პროდუქტი, რომლის წარმოება პირველად საქართველოში კომპანია "ოკეანემ" დაიწყო. თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.
ქაშაყი არ არის მხოლოდ გემრიელი სასარგებლო თევზი, არამედ ღირებული პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მისი ზომიერი მოხმარება ამდიდრებს დიეტას სასარგებლო ნივთიერებებით.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |