ოკეანე
როგორ შევარჩიოთ რძის პროდუქტები მაღალი ქოლესტერინის დროს და როგორ ვიკვებოთ სწორად

როგორ შევარჩიოთ რძის პროდუქტები მაღალი ქოლესტერინის დროს და როგორ ვიკვებოთ სწორად

სისხლში ქოლესტერინის დონის კონტროლი გულის ჯანმრთელობისა და საერთო კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ასპექტია. რძის პროდუქტები ბევრი ადამიანის დიეტის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი, მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ სწორი არჩევანის გაკეთება.

რატომ უნდა მიირთვათ რძის პროდუქტები მაღალი ქოლესტერინის დროს

რატომ უნდა მიირთვათ რძის პროდუქტები მაღალი ქოლესტერინის დროს

რძის პროდუქტები შეიცავს გაჯერებულ ცხიმებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეზე. ზოგიერთი რძის პროდუქტი უფრო მეტადაა გაჯერებული ცხიმებით, რამაც შეიძლება გაზარდოს ცუდი ქოლესტერინის დონე (LDL), ზოგი კი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს გულის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ შეარჩიოთ რძის პროდუქტები და რა უნდა გაითვალისწინოთ.

რეკომენდაციებზე გვესაუბრე "დღის“ პროდუქტების კვების ტექნოლოგი, ნინო ბურძგლა.

როგორი რძის პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული მაღალი ქოლესტერინის დროს და რა მნიშვნელობა აქვს მათ ცხიმიანობას?

როგორი რძის პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული მაღალი ქოლესტერინის დროს  და რა მნიშვნელობა აქვს მათ ცხიმიანობას?

მაღალი ქოლესტერინის დროს ცხოველურ ცხიმებს არსებითი მნიშვნელობა აქვს. რძემჟავა პროდუქტი ცხადია შეიცავს ცხოველურ ცხიმს, ამიტომ არ არის რეკომენდებული არაჟანი და სოფლის კარაქი, რადგან ის ხელს უწყობს ქოლესტერინის მომატებას. ასევე, მაგარი ქარხნული ყველიც. ჯობს მიირთვათ იმერული ჭყინტი ყველი.

 ყურადღება მიაქციეთ ცხიმის შემცველობას რძის პროდუქტებში. საუკეთესო არჩევანია უცხიმო ან დაბალ ცხიმიანი რძის პროდუქტები: უცხიმო რძე, უცხიმო იოგურტი, უცხიმო ყველი. უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო რძის პროდუქტებს, ასევე მათში ცილებისა და კალციუმის შემცველობას.  გაზარდეთ ცილებისა და კალციუმის მიღება. ცილას შეიცავს რძე, იოგურტი, ხაჭო, რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის კონტროლს. კალციუმით მდიდარი საკვები, როგორიცაა უცხიმო რძის პროდუქტები, დაგეხმარებათ ქოლესტერინის დონის შემცირებაში.

რატომ არ არის რეკომენდებული სოფლის რძე და კარაქი? რატომ ჯობს პასტერიზებული რძე?

რატომ არ არის რეკომენდებული სოფლის რძე და კარაქი? რატომ ჯობს პასტერიზებული რძე?

მოერიდეთ  სოფლის რძის ნაწარმს, რადგან ისინი ცხიმების მაღალი შემცველობით ხასიათდება.  გაჯერებული ცხიმების მაღალმა დონემ შეიძლება გაზარდოს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონე, რაც ზრდის გულის დაავადების რისკს. პასტერიზაცია არის რძის გაცხელების პროცესი ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების მოსაკლავად. პასტერიზაცია უზრუნველყოფს რძის უსაფრთხოებას პათოგენური ბაქტერიების განადგურებით, რაც იცავს ნედლი რძის მოხმარებასთან დაკავშირებული ინფექციებისა და დაავადებებისგან. პასტერიზაცია ხელს უწყობს რძის პროდუქტების შენახვის ვადისა და მათი ხარისხის შენარჩუნებას. ამიტომ, ზოგადად კარგია ნებისმიერი ადამიანისთვის.

რა სიხშირით შეიძლება მივირთვათ რძის პროდუქტები, თუ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი?

რა სიხშირით შეიძლება მივირთვათ რძის პროდუქტები, თუ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი?

რძის პროდუქტები ცილის, კალციუმის და სხვა საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვანი წყაროა. მათი რეგულარული მოხმარება, როგორც დაბალანსებული დიეტის ნაწილი, დაეხმარება ორგანიზმს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. ასე რომ, მაღალი ქოლესტერინის დროს რძის პროდუქტების მოხმარების სიხშირე უნდა იყოს დაბალანსებული ზომიერების გათვალისწინებით, უცხიმო ვარიანტების არჩევითა და პერსონალური რეკომენდაციებისთვის სამედიცინო პროფესიონალთან კონსულტაციით.

აუცილებლად აკონტროლეთ დოზები. ჯანსაღი რძის პროდუქტებიც კი ზომიერად უნდა მოიხმაროთ.

კონკრეტულად რომელი რძის პროდუქტებია რეკომენდებული მაღალი ქოლესტერინის დროს?

კონკრეტულად რომელი რძის პროდუქტებია რეკომენდებული მაღალი ქოლესტერინის დროს?

უცხიმო/დაბალცხიმიანი ხაჭო  და მაწონი.

 

კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევა:

  • გაეცანით პროდუქტის ეტიკეტს: ყურადღება მიაქციეთ რძის პროდუქტებში ცხიმის, კალორიების და დამატებული შაქრის რაოდენობას.
  • ხორცი შეცვალეთ თევზით, ფრინველის ხორცით, პარკოსნებით (ლობიო, ოსპი, ბარდა). უპირატესობა მიანიჭეთ მჭლე მოხარშულ ხორცს, ამოიღეთ ცხიმი ხორციდან, ხოლო ქათმისგან – კანი.
  • რეკომენდებულია კვირაში არაუმეტეს 2-3 კვერცხის გული (ერთად კულინარიაში გამოყენებული კვერცხების ჩათვლით).
  • არ დაივიწყოთ ფაფა და მთელ მარცვლიანი პური (კარაქის გარეშე). სასარგებლოა ფაფით, ნიგვზით, ნუშით, წაბლით, გამომშრალი ხილით.
  • საჭმელი მოხარშეთ, ორთქლზე მოამზადეთ ან გამოაცხვეთ.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზომიერად და მრავალფეროვნებით იკვებოთ, რათა უზრუნველყოთ მაღალი ქოლესტერინისთვის ოპტიმალური რაციონი.