Ge | En |
კომპანიის ისტორია |
კომპანიის მისია და მიზანი |
ხარისხის სტანდარტი |
"მზარეული" ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს ნახევარფაბრიკატების სახით, 2003 წლიდან აწარმოებს.
სხვადასხვა დასახელების პროდუქტი ISO-ს სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საწარმოში მზადდება და გამორჩეული საგემოვნო თვისებებით ხასიათდება. "მზარეულის“ ნახევარფაბრიკატები, ოჯახში მომზადებული გემრიელი, ხარისხიანი კერძის საპირწონე საკვებია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმისა და დროის დეფიციტის პირობებში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად კეთდება.
"მზარეულის" პროდუქცია მაქსიმალურადაა გაჯერებულია იმ ვიტამინებითა და სასარგებლო ელემენტებით, რაც ნედლი პროდუქტისთვისაა დამახასიათებელი, რადგან მისი წარმოებისას გამოიყენება გაყინვის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მზა პროდუქციაში უზრუნველყოფს საგემოვნო თვისებებისა და კვებითი ღირებულებების შენარჩუნებას.
2019 წელს, ბრენდი უკვე შცვლილი, განახლებული შეფუთვით გამოჩნდა სამომხმარებლო ბაზარზე. ახალი შეფუთვა უზრუნველყოფს, პროდუქცია მომხმარებლამდე პირვანდელი სახით მივიდეს და დაიცვას იგი გამონაბოლქვის, მტვრის და სხვა დამაბინძურებლებისგან.
"მზარეულის" ასორტიმენტშია:
✔ სხვადასხვა სახეობის ხინკალი
✔ პელმენი
✔ ვარენიკი
✔ ბლინი
✔ კატლეტი
✔ ქართული და ევროპული კერძები
ბრენდი მომხმარებელს სამარხვო პროდუქციის ფართო ასორტიმენტსაც სთავაზობს.
"მზარეული" სს "ნიკორას" ჰოლდინგში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. მასში განთავსებულია "დომინიონის", "ჰაეკის", "ალოპაკის", "მაუტინგის" "შალერისა" და სხვა ცნობილი მწარმოებლების თანამედროვე დანადგარები, რაც საშუალებას იძლევა, რომ წარმოების პროცესში პერსონალის ჩარევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
შპს "ნიკორა“: 400132183
ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2
"მზარეულის" ხორცპროდუქტების წარმოების მისია და მიზანი, ისევე როგორც ზოგადად, კომპანიის ჰოლდინგში შემავალი ბრენდებისა, გახლავთ შემდეგი:
მისია:
✔ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნა, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ორიენტირი კვების მრეწველობის დარგში
მიზანი:
✔ უმაღლესი ხარისხის კვების პროდუქტების წარმოება
✔ მომსახურების მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა
✔ ურთიერთგაგებისა და ურთიერთინტერესების გათვალისწინებით მოქმედება, რათა კომპანიისა და მომხმარებლის, ურთიერთობა იყოს ღირსეული და სანიმუშო
სს "ნიკორა" ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001: 2015, ISO 22000 : 2018 სტანდარტები და HACCP სისტემა, ზედმიწევნით იცავს მას - როგორც კომპანიის სანდოობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების, ასევე ეფექტური მართვის სისტემების მიმართულებით. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვის საკითხში "ნიკორა" მუდამ პირველი გახლავთ, რაც მზა პროდუქციის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.
"ნიკორას" ჰოლდინგში შემავალი კომპანიები წარმოებაში იყენებენ, როგორც ადგილობრივ პროდუქტს, ასევე იმპორტირებულ ნედლეულს. ორივე შემთხვევაში კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქტი დამოწმებულია ლაბორატორიულად და ფლობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელ სერთიფიკატებს.
სს "ნიკორასა" და მისი შვილობილი კომპანიების პარტნიორებს შორის არიან მსოფლიოს ავტორიტეტული ქარხნები, რეგიონებიდან საიდანაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი ნებადართულია პროდუქტის შეტანა. აღნიშნული წარმოებები ამარაგებენ აშშ-სა და ევროპის ბაზარს.
ნედლეულის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო მასშტაბის გადამზიდი კომპანიები, როგორიცაა MAERSK LINE, MSC და სხვა, რაც მყარი გარანტიაა იმისა, რომ პროდუქტის გადაზიდვა სტანდარტების სრული დაცვით მოხდეს. შემოტანილ ნედლეულს ადგილზე კიდევ ერთხელ ამოწმებს საქართველოს ვეტერინარული სამსახური, რის შედეგედაც ხდება იმპორტის ნებართვის მიღება.
ნიმუშების აღება ხდება მზა პროდუქციის აბსოლუტურად ყველა პარტიიდან, ვიდრე ის სარეალიზაციოდ ქსელში გავა. ამისათვის კომპანიაში სპეციალური მიკრობიოლოგიური ლაბორატორია მოქმედებს, რომელიც აღნიშნული პროცესის კონტროლს უზრუნველყობს.
"ნიკორასა" და "მზარეულის" პროდუქცია:
მსხვილი ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში "ნიკორას" ხორცპროდუქტების წარმოებისთვის ნედლეულის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან ხორციელდება: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდების სამეფო, უნგრეთი, ავსტრია, დანია, ბრაზილია, კანადა, აშშ.
ადგილობრივი წარმოების ნედლეულით ხდება ბრენდი "მზარეულის" ნახევარფაბრიკატების დიდი ნაწილის დამზადება.
"ოკეანე":
თევზეულის წარმოების უზრუნველსაყოფად ნედლეულის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან ხდება: ნორვეგია, აშშ, ესპანეთი, არგენტინა. ამას გარდა, "ნიკორა" ოზურგეთის რაიონში, სოფელ ვაკიჯვარში ფლობს მეურნეობას, რომელიც "ოკეანეს" წარმოებას კალმახითა და ხიზილალით ამარაგებს.
"პანე":
"პანეს" პარტნიორებს შორის ავსტრიის, ბელგიის, ჰოლანდიის, თურქეთისა და რუსეთის ავტორიტეტული კომპანიები არიან.
"ჩვენი ფერმერი" და "პალომა":
"ნიკორას" რძის პროდუქტებისა და ნაყინის წარმოებაში ირლანდიური, დანიური, ჰოლანდიური, ავსტრიული, შვედური და ბრაზილიური ნედლეული გამოიყენება. ნედლეულის ხარისხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მზა პროდუქტის საგემოვნო თვისებებს.
"მზარეული" ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს ნახევარფაბრიკატების სახით, 2003 წლიდან აწარმოებს.
სხვადასხვა დასახელების პროდუქტი ISO-ს სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საწარმოში მზადდება და გამორჩეული საგემოვნო თვისებებით ხასიათდება. "მზარეულის“ ნახევარფაბრიკატები, ოჯახში მომზადებული გემრიელი, ხარისხიანი კერძის საპირწონე საკვებია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმისა და დროის დეფიციტის პირობებში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად კეთდება.
"მზარეულის" პროდუქცია მაქსიმალურადაა გაჯერებულია იმ ვიტამინებითა და სასარგებლო ელემენტებით, რაც ნედლი პროდუქტისთვისაა დამახასიათებელი, რადგან მისი წარმოებისას გამოიყენება გაყინვის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მზა პროდუქციაში უზრუნველყოფს საგემოვნო თვისებებისა და კვებითი ღირებულებების შენარჩუნებას.
2019 წელს, ბრენდი უკვე შცვლილი, განახლებული შეფუთვით გამოჩნდა სამომხმარებლო ბაზარზე. ახალი შეფუთვა უზრუნველყოფს, პროდუქცია მომხმარებლამდე პირვანდელი სახით მივიდეს და დაიცვას იგი გამონაბოლქვის, მტვრის და სხვა დამაბინძურებლებისგან.
"მზარეულის" ასორტიმენტშია:
✔ სხვადასხვა სახეობის ხინკალი
✔ პელმენი
✔ ვარენიკი
✔ ბლინი
✔ კატლეტი
✔ ქართული და ევროპული კერძები
ბრენდი მომხმარებელს სამარხვო პროდუქციის ფართო ასორტიმენტსაც სთავაზობს.
"მზარეული" სს "ნიკორას" ჰოლდინგში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. მასში განთავსებულია "დომინიონის", "ჰაეკის", "ალოპაკის", "მაუტინგის" "შალერისა" და სხვა ცნობილი მწარმოებლების თანამედროვე დანადგარები, რაც საშუალებას იძლევა, რომ წარმოების პროცესში პერსონალის ჩარევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
შპს "ნიკორა“: 400132183
ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |