ხორცპროდუქტების წარმოება "ნიკორა ჯგუფის" პირველი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა. კვების პროდუქტების პირველმა ორგანიზებულმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა საწარმომ ქვეყანაში ზოგადად ხორცპროდუქტების წარმოების მიმართულების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და ბაზარზე სხვა ბიზნეს-კომპანიებისთვის გზამკვლევის ფუნქცია შეასრულა. "ნიკორა" ხორცპროდუქტების ბაზრის 35%-იანი წილით უკვე 25 წელია მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.
სხვადასხვა სახეობის სოსისები თუ სარდელები, მოხარშული, შებოლილი, ნედლად შებოლილი ძეხვეული და შაშხების მრალვალფეროვანი ასორტიმენტი დღეს, ქართველი მომხმარებლის საყვარელი პროდუქტია. "ნიკორას" პოპულარობას წარმოებაში არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ჯანმრთელი - ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, გამოცდილი და პროფესიულად მუდმივად მზარდი კადრები, მომხმარებელთან პერმანენტული დიალოგის რეჟიმი და რაღა თქმა უნდა, ქართულ გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული რეცეპტურა განსაზღვრავს.
"ნიკორამ" სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის დამზადება პირველმა წამოიწყო საქართველოში და დიდი ხნის მანძილზე მათი ექსკლუზიური მწარმოებელიც გახლდათ. მაგალითად, "კაიზერის" ხაზის ნედლად შებოლილი ძეხვეული, რომელიც მსოფლიოში დელიკატესადაა აღიარებული და რომლის მაღალ დონეზე წარმოება დიდ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას მოითხოვს.
"ნიკორას" პროდუქცია:
"ნიკორამ" წარმოება კლასიკად ქცეული სოსისების - "რძიანისა" და "ივერიას" დამზადებით დაიწყო და დღეს, ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის გემოვნებასაც კი აკმაყოფილებს.
ასორტიმენტშია:
✔ 20-მდე სახეობის სოსისი და სარდელი
✔ 25-ზე მეტი დასახელების მოხარშული და შებოლილი ძეხვეული
✔ 15-მდე სახის ნედლად შებოლილი დელიკატესი
✔ 20-მდე სახეობის შაშხი
ხორცპროდუქტების საწარმოები:
"ნიკორას" პროდუქცია თბილისსა და ფოთში - ცენტრალურ და რეგიონალურ საწარმოებში მზადდება, რომელთა წარმადობა, საერთო ჯამში, ყოველდღიურად, 60 ტონას აჭარბებს.
წარმოების პროცესი მსოფლიოში ცნობილი სამრეწველო ბრენდების - "ლასკას" (ავსტრია), "ჰანტმანის", "ფემაგის", "მულტივაკისა" და "პოლიკლიპის" (გერმანია) თანამედროვე დანადგარებით მიმდინარეობს. კომპანია მუდმივად საქმის კურსშია მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიური სიახლეებისა და რეგულარულად ანახლებს მანქანა-დანადგარებს.
"ნიკორა" ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2015 და ISO 22000 : 2018 სტანდარტებს და დანერგილი აქვს НАССР სისტემა.
შპს "ნიკორა“: 400132183
ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2