Ge | En |
კომპანიის ისტორია |
კომპანიის მისია და მიზანი |
ხარისხის სტანდარტი |
სიგრილის ნაზი, სასიამოვნო არომატი, რომელსაც "პალომას" პროდუქციის დაგემოვნებისას შეიგრძნობთ წარმოებაში ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით მიიღწევა. ნაყინი კარაქსა და შესქელებულ რძეზე მზადდება და უდაოდ გამორჩეული გემოთი და რბილი კონსისტენციით ხასიათდება.
"ნიკორა ჯგუფი" "პალომას" ბრენდის ქვეშ პროდუქციას 2005 წლიდან აწარმოებს და დღეს, მომხმარებელს 20-მდე სახეობის ნაყინს სთავაზობს. კომპანია პროდუქციის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ნედლეულის იმპორტს ირლანდიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, ბრაზილიის და ახალი ზელანდიის ქარხნებიდან ეწევა და აღნიშნული მიმართულებით, მხოლოდ მსოფლიო დონის ავტორიტეტულ წარმოებებთან თანამშრომლობს.
"პალომას" ასორტიმენტშია:
✔ რბილი, ე.წ. ჩამოსასხმელი ნაყინი - ვანილის, შოკოლადის, ვანილისა და შოკოლადის
✔ საოჯახო ნაყინი - ვანილის, შოკოლადის, მარწყვის, ყავის, ვანილისა და შოკოლადის
✔ ჭიქის ნაყინი - ვანილის, შოკოლადის, ვანილისა და შოკოლადის
✔ პლომბირი - შოკოლადის, მარწყვის ჯემით, კარამელით, ალუბლითა და შოკოლადით, კარამელით და თხილით.
ამას გარდა, ბრენდის ასორტიმენტშია მსოფლიოში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი იტალიური ნაყინი "სტრაჩატელა" და ფრანგული დესერტის - "კრემ ბრულეს" გემოს მქონე ნაყინი.
შპს "ჩვენი ფერმერი“: 200265220
ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2
"პალომას" წარმოების მისია და მიზანი, ისევე როგორც ზოგადად, კომპანიის ჰოლდინგში შემავალი ბრენდებისა, გახლავთ შემდეგი:
მისია:
✔ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნა, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ორიენტირი კვების მრეწველობის დარგში
მიზანი:
✔ უმაღლესი ხარისხის კვების პროდუქტების წარმოება
✔ მომსახურების მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა
✔ ურთიერთგაგებისა და ურთიერთინტერესების გათვალისწინებით მოქმედება, რათა კომპანიისა და მომხმარებლის, ურთიერთობა იყოს ღირსეული და სანიმუშო
"ნიკორა ჯგუფი" ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001: 2015, ISO 22000 : 2018 სტანდარტები და ფლობს НАССР სისტემას. ზედმიწევნით იცავს მას - როგორც კომპანიის სანდოობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების, ასევე ეფექტური მართვის სისტემების მიმართულებით. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვის საკითხში "ნიკორა" მუდამ პირველი გახლავთ, რაც მზა პროდუქციის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.
"ნიკორა ჯგუფში" შემავალი კომპანიები წარმოებაში იყენებენ, როგორც ადგილობრივ პროდუქტს, ასევე იმპორტირებულ ნედლეულს. ორივე შემთხვევაში კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქტი დამოწმებულია ლაბორატორიულად და ფლობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელ სერთიფიკატებს.
"ნიკორა ჯგუფსა" და მისი შვილობილი კომპანიების პარტნიორებს შორის არიან მსოფლიოს ავტორიტეტული ქარხნები, რეგიონებიდან საიდანაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი ნებადართულია პროდუქტის შეტანა. აღნიშნული წარმოებები ამარაგებენ აშშ-სა და ევროპის ბაზარს.
ნედლეულის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო მასშტაბის გადამზიდი კომპანიები, როგორიცაა MAERSK LINE, MSC და სხვა, რაც მყარი გარანტიაა იმისა, რომ პროდუქტის გადაზიდვა სტანდარტების სრული დაცვით მოხდეს. შემოტანილ ნედლეულს ადგილზე კიდევ ერთხელ ამოწმებს საქართველოს ვეტერინარული სამსახური, რის შედეგედაც ხდება იმპორტის ნებართვის მიღება.
ნიმუშების აღება ხდება მზა პროდუქციის აბსოლუტურად ყველა პარტიიდან, ვიდრე ის სარეალიზაციოდ ქსელში გავა. ამისათვის კომპანიაში სპეციალური მიკრობიოლოგიური ლაბორატორია მოქმედებს, რომელიც აღნიშნული პროცესის კონტროლს უზრუნველყობს.
"ნიკორასა" და "მზარეულის" პროდუქცია:
მსხვილი ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში "ნიკორას" ხორცპროდუქტების წარმოებისთვის ნედლეულის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან ხორციელდება: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდების სამეფო, უნგრეთი, ავსტრია, დანია, ბრაზილია, კანადა, აშშ.
ადგილობრივი წარმოების ნედლეულით ხდება ბრენდი "მზარეულის" ნახევარფაბრიკატების დიდი ნაწილის დამზადება.
"ოკეანე":
თევზეულის წარმოების უზრუნველსაყოფად ნედლეულის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან ხდება: ნორვეგია, აშშ, ესპანეთი, არგენტინა. ამას გარდა, "ნიკორა" ოზურგეთის რაიონში, სოფელ ვაკიჯვარში ფლობს მეურნეობას, რომელიც "ოკეანეს" წარმოებას კალმახითა და ხიზილალით ამარაგებს.
"პანე":
"პანეს" პარტნიორებს შორის ავსტრიის, ბელგიის, ჰოლანდიის, თურქეთისა და რუსეთის ავტორიტეტული კომპანიები არიან.
"ჩვენი ფერმერი" და "პალომა":
"ნიკორას" რძის პროდუქტებისა და ნაყინის წარმოებაში ირლანდიური, დანიური, ჰოლანდიური, ავსტრიული, შვედური და ბრაზილიური ნედლეული გამოიყენება. ნედლეულის ხარისხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მზა პროდუქტის საგემოვნო თვისებებს.
სიგრილის ნაზი, სასიამოვნო არომატი, რომელსაც "პალომას" პროდუქციის დაგემოვნებისას შეიგრძნობთ წარმოებაში ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით მიიღწევა. ნაყინი კარაქსა და შესქელებულ რძეზე მზადდება და უდაოდ გამორჩეული გემოთი და რბილი კონსისტენციით ხასიათდება.
"ნიკორა ჯგუფი" "პალომას" ბრენდის ქვეშ პროდუქციას 2005 წლიდან აწარმოებს და დღეს, მომხმარებელს 20-მდე სახეობის ნაყინს სთავაზობს. კომპანია პროდუქციის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ნედლეულის იმპორტს ირლანდიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, ბრაზილიის და ახალი ზელანდიის ქარხნებიდან ეწევა და აღნიშნული მიმართულებით, მხოლოდ მსოფლიო დონის ავტორიტეტულ წარმოებებთან თანამშრომლობს.
"პალომას" ასორტიმენტშია:
✔ რბილი, ე.წ. ჩამოსასხმელი ნაყინი - ვანილის, შოკოლადის, ვანილისა და შოკოლადის
✔ საოჯახო ნაყინი - ვანილის, შოკოლადის, მარწყვის, ყავის, ვანილისა და შოკოლადის
✔ ჭიქის ნაყინი - ვანილის, შოკოლადის, ვანილისა და შოკოლადის
✔ პლომბირი - შოკოლადის, მარწყვის ჯემით, კარამელით, ალუბლითა და შოკოლადით, კარამელით და თხილით.
ამას გარდა, ბრენდის ასორტიმენტშია მსოფლიოში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი იტალიური ნაყინი "სტრაჩატელა" და ფრანგული დესერტის - "კრემ ბრულეს" გემოს მქონე ნაყინი.
შპს "ჩვენი ფერმერი“: 200265220
ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |