Ge | En |
უცხოური |
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ კვერცხი, კვერცხის გულები, შაქარი, ვანილი და კარგად ათქვიფეთ. ცალკე ჭურჭელში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. ფქვილის ნაზავი შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს. კარგად ურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
ბოლოს დაუმატეთ გამდნარი კარაქი (ეცადეთ კარაქი ბოლომდე არ გააგრილოთ), კიდევ ერთხელ აურიეთ, გადააფარეთ კულინარიული პარკი და შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათი.
ცომი გამოიღეთ მაცივრიდან. ორცხობილის ფორმებს წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და მოათავსეთ ცომი ისე, რომ ფორმები ბოლომდე არ გაივსოს. შედგით წინასწარ 210 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2-3 წუთით.
ამ დროისთვის ორცხობილები ოდნავ უნდა გაიზარდოს ზომაში. გამორთეთ ღუმელი და გააჩერეთ ორცხობილები გამორთულ ღუმელში დაახლოებით 2-3 წუთი. ისევ ჩართეთ ღუმელი, ამჯერად 190 გრადუსზე და გამოაცხვეთ ორცხობილები, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ ფერს. გამომცხვარი ორცხობილები გააგრილეთ და შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |