Ge | En |
უცხოური |
ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის:
მომზადების წესი:
დიდი ზომის ჭურჭელში მოათავსეთ ფქვილი, სოდა, მარილი, მუსკატის კაკალი, დარიჩინი და ცომის გამაფხვიერებელი.
ცალკე, მიქსერის დახმარებით კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ ზეთი და კვლავ გააგრძელეთ თქვეფა.
მიღებული ნარევი შეურიეთ ფქვილის მშრალ მასას. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ნიგოზი და კოვზით აურიეთ. ტორტის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ მიღებული მასა. გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 40-50 წუთის განმავლობაში.
მზა ბისკვიტი გააციეთ და გაყავით სამ ჰორიზონტალურ ნაწილად.
მას შემდეგ, რაც ბისკვიტი გამოცხვება შეგიძლიათ კრემიც მოამზადოთ...
ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და კრემ-ყველი. დაუმატეთ დაფქული შაქარი, ვანილი, არაჟანი და კვლავ ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გადაანაწილეთ კრემი ბისკვიტის ფენებზე...
გვერდებზე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
ზემოდან შეგიძლიათ სურვილისამებრ გააფორმოთ.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |