გემრიელი რეცეპტები
დესერტები
ბელგიური ვაფლი ნაყინით

ბელგიური ვაფლი ნაყინით

.jpg
უცხოური
კატეგორია: დესერტები

საჭირო ინგრედიენტები:

• ვანილის ნაყინი
• ფქვილი - 3/4 ჭიქა
• ზეთი - 120 მლ
• კვერცხი - 2 ც
• შაქარი - 4 ს.კ
• რძე - 200-300 მლ
• საფუარი - 2/3 ს.კ
• ვანილი
• მარილი - ½ ს.კ

მომზადების წესი:

კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ, ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და გააკეთეთ ბეზე. სხვა ჯამში ჩაასხით რძე, დააყარეთ საფუარი, შაქარი, ვანილის ექსტრაქტი და კვერცხის გულთან ერთად აურიეთ კარგად. მიღებული მასა შეურიეთ ფქვილს და მიქსერით აურიეთ კარგად, სანამ თხელ მასას არ მიიღებთ. შემდეგ დაუმატეთ გამზადებული ბეზე და ათქვიფეთ. მიღებული ცომი დაასხით ვაფლის საცხობზე და გამოცხვეთ. გამომცხვარი ვაფლები მოათავსეთ თეფშზე, გვერდით დაუდეთ ვანილის ნაყინის ბურთი, ზემოდან მოასხით შოკოლადის ტოპინგი, მოაყარეთ თქვენთვის სასურველი ხილი ან კენკრა და მიირთვით გემრიელად.

შენიშვნა: იმისათვის, რომ უფრო კარგი ვაფლი გამოგივიდეთ, ჯობს ცომი 1-2 საათით მაცივარში გააჩეროთ და შემდეგ გამოაცხოთ.

 

 

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: