Ge | En |
უცხოური |
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ვაშლი გათალეთ და დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად. ქვაბში გაადნეთ 50 გ კარაქი, დაუმატეთ დაჭრილი ვაშლი, 50 გ შაქარი, 50 მლ კონიაკი და დარიჩინი. მოთუშეთ დაახლოებით 10-15 წუთი, სანამ ვაშლი არ დარბილდება.
ღრმა საცხობ ფორმას ძირზე და გვერდებზე სქელ ფენად წაუსვით დარჩენილი 20 გ კარაქი და მოაყარეთ შაქარი.
ცალკე ქვაბში აურიეთ 50 გ შაქარი, 70 მლ კონიაკი და 150 მლ წყალი. დადგით საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 2-3 წუთი, რომ წამოდუღდეს. გადმოდგით ცეცხლიდან, გადაიტანეთ განიერ თასში და აცადეთ გაგრილება.
გაგრილებულ სითხეში ამოავლეთ სავოიარდის ბისკვიტები და მჭიდროდ დაალაგეთ საცხობი ფორმის ძირზე და გვერდებში.
შუაში მოათავსეთ მოთუშული ვაშლი (სიროფის გარეშე). ზემოდან კვლავ დააწყვეთ კონიაკიან სითხეში ამოვლებული ბისკვიტები. ეცადეთ ზედაპირი იყოს სწორი. ზედმეტი ნაწილები შეგიძლიათ მოაჭრათ. შედგით წინასწარი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |