გემრიელი რეცეპტები
დესერტები
ბრაუნი ვანილის ნაყინით

ბრაუნი ვანილის ნაყინით

.jpg
უცხოური
კატეგორია: დესერტები

საჭირო ინგრედიენტები:

  • ვანილის ნაყინი
  • შავი შოკოლადი - 200 გ
  • კარაქი - 250 გ 
  • კვერცხი - 4 
  • შაქარი - 100 გ
  • ფქვილი - 100 გ 
  • ნიგოზი - 50 გ
  • შოკოლადის ტოპინგი

მომზადების წესი:

დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი და შოკოლადი, ისე რომ მასა არ ადუღდეს, შემდეგ ეს დამდნარი მასა გააგრილეთ. მანამდე, კვერცხი და კარაქი ათქვიფეთ ერთად, დაამატეთ შაქარი, ფქვილი, შემდეგ გამდნარი შოკოლადის მასა და კარგად ამოურიეთ. ჩაასხით ფორმაში და გამოცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი თბილ-თბილი ბრაუნის ნაჭერი მოათავსეთ თეფშზე, ზემოდან მოაყარეთ ნიგვზის ნატეხები, მოასხით შოკოლადის ტოპინგი, ზემოდან დაადეთ ვანილის ნაყინის მოზრდილი ბურთი და მიირთვით გემრიელად.

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: