შოკოლადის მუსი

.jpg
უცხოური
კატეგორია: დესერტები

ინგრედიენტები:

  • შავი შოკოლადი - 100 გ
  • კარაქი - 30 გ
  • შაქრის ფხვნილი - 50 გ
  • კვერცხი - 3 ცალი

მომზადების წესი:

შავი შოკოლადი დატეხეთ წვრილ ნაჭრებად, დაუმატეთ კარაქი, გამუდმებით ურიეთ და დაადნეთ ორთქლზე. ამის შემდეგ დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, კვლავ აურიეთ, დადგით ოთახის ტემპერატურაზე და დაელოდეთ სანამ არ გაცივდება.

მიღებულ შოკოლადის მასას დაუმატეთ კვერცხის გული და კარგად აურიეთ, სანამ კონსისტენცია ერთგვაროვანი არ გახდება. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა. ათქვეფილი ცილა დაუმატეთ შოკოლადის მასას. ამის შემდეგ მიღებულ მასა გადაიტანეთ შესაბამის ჭურჭელში და შედგით მაცივარში 3 საათის განმავლობაში.

სუფრაზე მიტანისას, შოკოლადის მუსი შეგიძიათ გააფორმოთ გახეხილი შოკოლადით და დაუმატოთ ათქვეფილი ნაღები.

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: