გემრიელი რეცეპტები
დესერტები
გოგრის შტრუდელი ნუშით და ამარეტოთი

გოგრის შტრუდელი ნუშით და ამარეტოთი

.jpg
უცხოური
კატეგორია: დესერტები

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფილოს ცომი - 1 შეკვრა
  • კარაქი - 200 გ
  • გოგრა - 500 გ
  • ალუბლის ჩირი - 80 გ
  • ფორთოხალი - 1 ც
  • შაქარი - 200 გ
  • დარიჩინი - 1 სკ
  • ამარეტო დისარონო - 150 მლ
  • ნუში - 80 გ
  • ვანილის ნაყინი

მომზადების წესი:

გოგრა დავჭრათ პატარა კუბებად, გადავიტანოთ ქვაბში, მოვბრაწოთ 100 გ (მეორე ნახევარი დასანამად დაგვჭირდება) კარაქთან ერთად. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მოხალული ნუში, დარიჩინი, შაქარი, ფორთოხლის ცედრა და წვენი. დავუმატოთ ალუბლის ჩირი და დისარონი დავასხათ. შემდეგ გადმოვიტანოთ და გავაგრილოთ.

მზა ფილოს ცომი ფენა-ფენა დავნამოთ გამდნარი კარაქით და ფორთოხლის ცედრა მოვაყაროთ, ცენტრში გადავიტანოთ გამზადებული შიგთავსი და ტოლმის პრინციპით გადავახვიოთ.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე სრულ დაბრაწვამდე.

გემრიელად მიირთვით!

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: