გემრიელი რეცეპტები
ცხელი კერძები
სოსისი რძიანის მობრაწულა

სოსისი რძიანის მობრაწულა

.jpg
უცხოური
კატეგორია: ცხელი კერძები

ინგრედიენტები:

  • სოსისი რძიანი - 6 ცალი
  • ბრინჯი - 1 ჭიქა
  • ტკბილი წიწა­კა - 2 ცალი
  • სტაფილო - 2 ცალი
  • ყაბაყი - 1 ცალი (საშუალო ზომის)
  • პამიდორი - 500 გ (ჩერის ჯიშის)
  • ყვავილოვანი კომბოსტო (ან ბროკოლი) - 1 თავი (პატარა ზომის)


სოუსითვის: 

  • კვერცხი - 3 ცალი
  • ყველი - 100 გ
  • ნაღები - 200 გ
  • კამა - 1 კონა
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
  • საფანელი
მომზადების წესი:
1.
ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში, გადაავლეთ ცივი წყალი და გადაიტანეთ საწურზე.
2.
ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ პატარა ნაწილებად. მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბროკოლი. ყაბაყი დაჭერით პატარა ნაჭრებად. ტკბილი წიწაკა გაასუფთავეთ და დაჭერით ნახევარ რგოლებად. სტაფილო გახეხეთ სახეხზე. ყველი გახეხეთ სახეხზე. სოსისი რძიანი დაჭერით რგოლებად.
3.
დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ ცხიმიან ტაფაზე და 3-5 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე შუშეთ.
4.
ბოსტნეულს დაუმატეთ დაჭრილი სოსისი და ცოტა ხნით გააჩერეთ ცეცხლზე. შემდეგ მოშუშული ბოსტნეული და სოსისი გადაიტანეთ ღრმა თასში და დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი.
5.
კვერცხი გათქვიფეთ ღრმა თასში. გათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ ნაღები. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი. მოაყარეთ დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი.
6.
მომზადებული სოუსი მოასხით ბოსტნეულისა და ბრინჯის მასას. დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და ფრთხილად აურიეთ.
7.
ცეცხლგამძლე ლანგარს წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ საფანელი. შერეული მასა გადაიტანეთ ლანგარზე.
8.
ზედაპირი კარგად მოასწორეთ და ზემოდან მოაწყვეთ პამიდორი.
9.
ლანგარს გადააფარეთ ფოლგა და 30 წუთით შედგით წინას­წარ 180°C-ზე გახურებულ ღუმელში. შემდეგ მოხსენით ფოლგა და გააჩერეთ ღუმელში 10 წუთით, რომ ზედაპირი მოებრაწოს.
10.
გამოცხობის შემდეგ კერძი ცოტა ხნით გააჩერეთ ღუმელში. სუფრაზე მიიტანეთ პამიდვრის საწებელთან ერთად.
ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
სხვა რეცეპტები:
პელმენი ციმბირული ქოთანში
ფარშირებული კარტოფილი
პასტა კარბონარა
გემრიელი რეცეპტი ლიონელ მესისგან
ყვავილოვანი კომბოსტო ბროკოლით
ყაბაყის და პამიდვრის ფრიტატა
კარტოფილი შაშხით და ყველით
შაშხის კალათები
გამომცხვარი გოგრა ბრინჯის და სოსისის გულსართით
ქათმის ხვეულა ყველით და შაშხით
კარტოფილის ბრაწულები სიომგით
სოკო ჩორიზოს და ყველის გულსართით
გამომცხვარი კარტოფილის რგოლები სიომგით
სოკოს ვარენიკი ბოსტნეულით
ესპანური Paella კრევეტებით
ქამა სოკო მწყრის კვერცხით
სიომგა ფორთოხლის სოუსით
ყაბაყის ნავები სოსისით
ქათმის მწვადი ლუდით
ბრაზილიური კერძი - MOQUECA
პასტა პამიდვრითა და მოცარელათი
ღუმელში გამომცხვარი კალმახი ფორთოხლით
კალმახი ღვინის სოუსში
სოსისი ბოსტნეულით
სოსისი ბეკონის ფენებში
სარდელი ვაშლითა და ბოსტნეულით
სპაგეტი სოსისით
გამომცხვარი ბადრიჯანი ყველით და ძეხვით
ღუმელში გამომცხვარი პელმენი ყველით
ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი სოსისით
ბრინჯი მონადირულით
შემწვარი სარდელი კარტოფილთან ერთად
პელმენის წვნიანი პომიდვრით
კვერცხის ტაფამწვარი სარდელით
სოსისი ბოსტნეულით
კარტოფილის და მოხარშული ძეხვის ბლინები
მომზადების დრო: 10 წუთი
სატაცური ბეკონით
ბეკონის ხვეულები სულგუნით
ჰუმუსი მონადირულით
ღორის სუკის საახალწლო რულეტი