გემრიელი რეცეპტები
სუპები
ქამა სოკოს წვნიანი მერილ სტრიპისგან

ქამა სოკოს წვნიანი მერილ სტრიპისგან

.jpg
მარტივი
სწრაფი
კატეგორია: სუპები
რეცეპტი ვარსკვლავისგან: მერილ სტრიპი

ინგრედიენტები:

  • ქამა სოკო - 500 გ
  • ქათმის ბულიონი - 600 მლ
  • ხახვი - 2 ცალი
  • ფქვილი - 2 ს/კ
  • ნაღები - 200 მლ
  • ზეთი - 50 გ
  • კარაქი - 50 გ
  • მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

ცხიმიან ტაფაზე შეწვით წვრილად დაჭრილი ქამა სოკო და ხახვი, დაასხით ბულიონი (ცოტა დაიტოვეთ) და დააბლენდერეთ. 

ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და მოთუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. დაასხით დარჩენილი ბულიონი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ დაბლენდერებული სოკო და ხახვი, მარილი, პილპილი და ხარშეთ 7 წუთის განმავლობაში.

შემდეგ მოასხით ნაღები და ცოტა ხანს კიდევ გააჩერეთ ქურაზე.

სუფრასთან მიტანისას შეგიძლიათ გააფორმოთ სოკოთი და მწვანილით.

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: