ჟურეკი

.jpg
უცხოური
კატეგორია: სუპები

ინგრედიენტები:

  • ჭვავის პური
  • ძეხვი - 200 გ
  • ხახვი - 2 ც
  • სტაფილო - 1 ც
  • სოკო - 5 ც
  • კარტოფილი - 2-3 ც
  • ქათმის ბულიონი
  • კარაქი - 50 გ
  • ოხრახუში და კამა - გემოვნებით
  • ძირა, წითელი წიწაკა, მარილი, ნიორი - გემოვნებით

მომზადების წესი:

დაჭერით სტაფილო და ხახვი. მოშუშეთ ტაფაზე, 2-3 წუთის განმავლობაში. ცალკე მოამზადებულ ქათმის ბულიონს დაუმატეთ ძირა, მოშუშული ხახვი, სტაფილო, დაჭრილი კარტოფილი და სოკო. დაელოდეთ 5 წუთი. შემდეგ  უმატებთ წიწაკას, კარაქს, დაჭყლეტილ ნიორს, დაჭრილ ძეხვს და ადუღებთ მომზადებამდე.

უკვე მომზადებული წვნიანი მოათავსეთ გულგამოცლილ ჭვავის პურში. მოაყარეთ მწვანილი და მარილი გემოვნებით.

 


 

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: