ინგრედიენტები:
- კრევეტი - 450 გრ
- ლიმონის წვენი - 75 გრ
- ნიორი - 3 კბილი
- ქოქოსის ზეთი - 3 ს/კ
- მწვანე ხახვი - 4 ცალი
- ხახვი - 1 ცალი (ნახევარმთვარისებურად დაჭრილი)
- წითელი წიწაკა - 1 ცალი
- პაპრიკა - 2 ჩ/კ
- პომიდორი - 3 ცალი
- ქოქოსის რძე - 400 გრ
- ქინძი - 2 ჩ/კ
- ბრინჯი
მომზადების წესი:
კრევეტები მოათავსეთ თასზე, მოასხით 2 ს/კ ლიმნის წვენი, 1 ჩ/კ ნიორი, მარილი და შედგით მაცივარში 1 საათის განმავლობაში.
ქოქოსის ზეთი შეათბით ტაფაზე, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ნახევარმთვარისებურად დაჭრილი ხახვი და ხრაკეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ წითელი წიწაკა, პაპრიკა, მორჩენილი ნიორი და მარინადი მზად არის.
გაფრცქვნილი და გახეხილი პომოდორი, ქოქოსის რძე და მარილი აურიეთ ერთმანეთში და ხარშეთ ორთქლზე 10 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ კრევეტები, მოასხით დარჩენილი ლიმნის წვენი და მომზადებული მარინადი. ხარშეთ ორთქლზე 3 წუთი, სანამ კრევეტები არ გათეთრდება. მიირთვით ქინძში შეზავებულ მოხარშულ ბრინჯთან ერთად.