ბლოგი
სოსისის შეწვის 3 მეთოდი იდეალური ბარბექიუსთვის

სოსისის შეწვის 3 მეთოდი იდეალური ბარბექიუსთვის

სოსისი

შემწვარი სოსისი და ჰოთ-დოგები - იდეალური კერძია პიკნიკისთვის, სახლის უკანა ეზოში. გრილიდან ამოსული ნაკვერჩხლის კვამლი აძლიერებს სოსისის გემოს და უფრო წვნიანს ხდის მას. შეიძლება ითქვას, რომ სოსისი იმ ტიპის ხორცპროდუქტია, რომელიც ყველაზე მარტივად მზადდება გრილზე, რადგან არ გიწევს ზედმეტი წვალება მარინადის მომზადებისთვის. მიუხედავად ამისა, ამ მარტივი კერძის გაფუჭება ძალიან ადვილია. თქვენ ორი ამოცანა გაქვთ: შეარჩიოთ იდეალური სოსისი და არ გააფუჭოთ ის!

სოსისის შეწვის საუკეთესო მეთოდების შესწავლით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს გავრცელებული კულინარიული შეცდომები და ყოველ ჯერზე მიიღოთ სრულყოფილი კერძი ბარბექიუსთვის.

როგორი სოსისი უხდება ყველაზე მეტად გრილს/მაყალს?

როგორი სოსისი უხდება ყველაზე მეტად გრილს/მაყალს?

სანამ მომზადების ინსტრუქციას ჩავუღრმავდებით, მოდი ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტზე - სოსისზე. კარგად მომზადებული სოსისი ერთმანეთთან დაკავშირებული ხორცის ცილების „მატრიცას“ წარმოადგენს. მომზადებისას ის იკუმშება, შიგნით აკავებს ცხიმს, ხორცის წვენს და არომატებს. ცხიმი და მარილი ანიჭებს მას განუმეორებელ გემოს. ცხიმი მთავარი კომპონენტია სოსისში, ის სტეიკის მსგავსად აძლევს ჩვენს პირს „წვნიან“ შეგრძნებას. სწორად მომზადებული სოსისის შემადგენლობაში უნდა იყოს ცხიმი. ყველაზე მეტად გავრცელებულია შერეული ხორცით მომზადებული - კერძოდ, საქონლისა და ღორის.  

ამ მხრივ, საუკეთესო არჩევანია   გერმანული კლასიკური რეცეპტურით დამზადებული სოსისები "ბერნერი“, "როსტერი“ და "ფრანკფურტერი“. მათ ევროპული სანელებლები და სხვადასხვა შიგთავსი აქვთ. სამივე სოსისი ბუნებრივ გარსაცმშია მოთავსებული და შესანიშნავად უძლებს ნაკვერჩხლის ტემპერატურას. 

როგორ შევწვათ სოსისი - 3 მეთოდი:

როგორ შევწვათ სოსისი - 3 მეთოდი:

მეთოდი 1.  Low’n’Slow - საშუალო და ნელი

სოსისის პირდაპირ გრილზე მოთავსება ყველაზე პოპულარული მეთოდია. მაღალი რისკის მიუხედავად, სწორი ტექნიკით შეგიძლიათ მიიღოთ შესანიშნავი შედეგი. აანთეთ ცეცხლი გრილზე. იდეალურია საშუალო ცეცხლი. დადეთ სოსისი ცეცხლის ზემოთ, გრილის ცხაურზე და დროდადრო ატრიალეთ, სანამ გარსი არ გახდება ხრაშუნა და მუქი.

 მეთოდი 2. მაღალი ცეცხლიდან - დაბალზე

არაპირდაპირი გრილი - ალბათ ეს არის ყველაზე პოპულარული გზა იმისათვის, რომ სოსისი სრულყოფილად მოამზადოთ და შებოლილი არომატი მიანიჭოთ. დაიწყეთ სოსისის შეწვა მაღალ ცეცხლზე, დააყოვნეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. როგორც კი კანი მოებრაწება, ცეცხლს დაუწიეთ საშუალომდე და სოსისი სითბოს წყაროდან რაც შეიძლება შორს გადაიტანეთ (გრილის კიდეებისკენ). დატოვეთ იქ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ამ მეთოდით თავიდან აიცილებთ გასკდომას და ცეცხლის გაჩენას. წვნიან სოსისს ხრაშუნა გარსი ექნება.

 

მეთოდი 3. მოხარშვა და შემდეგ შეწვა

მეთოდი 3. მოხარშვა და შემდეგ შეწვა

თუკი სოსისს გრილზე შეწვამდე მოხარშავთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ პროდუქტი იქნება წვნიანი, არ დაიწვება და ბოლომდე მომზადდება. ასევე, თავიდან აიცილებთ გარსის გამოშრობას. გრილზე დადეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, ჩაასხით წყალი და ლუდი (ნახევარ-ნახევარი წილი), ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და მდოგვის მარცვლები. როგორც კი წყალი შეთბება, ჩადეთ სოსისი და ხარშეთ 8 წთ. ყურადღებით იყავით, რომ წყალი არ ადუღდეს. შემდეგ ამოიღეთ სოსისები და გადაიტანეთ გრილზე. როგორც კი ყავისფერი გახდება და მადისაღმძვრელ ვიზუალს მიიღებს, მზადაა!

ხახვი ზემოდან თუ ქვემოდან?

ხახვი ზემოდან თუ ქვემოდან?

როდესაც ხახვს სოსისს ვაყრით, შედეგად ვიღებთ მოტკბო, კარამელიზებულ არომატს, რაც საოცრად უხდება სოსისს.

სოუსები

სასურველია პომიდვრის სოუსი თავად მოამზადოთ. თუ არ გაქვთ, მაღაზიაში ნაყიდი გამოიყენეთ. ასევე, მოუხდება ბარბექიუს სოუსი და დიჟონის მდოგვი.

ბონუს რჩევა: მაყალზე მომზადებისას, სოსისები სწორად ააცვით შამფურზე. ის უნდა გაუყაროთ მხოლოდ კიდეებში და სოსისს მისცეთ ნახევარმთვარის ფორმა.