სიახლეები
ნიკორამ ქართველი სპორტსმენების დაჯილდოვებაში მიიღო მონაწილეობა

ნიკორამ ქართველი სპორტსმენების დაჯილდოვებაში მიიღო მონაწილეობა

29 დეკ. 2017

კომპანია "ნიკორამ“ წარმატებული ქართველი სპორტსმენების დაჯილდოვებაში მიიღო მონაწილეობა.

კომპანიამ 2017 წლის აღმოჩენა, ახალგაზრდა წყალბურთელი, ანდრო ბითაძე დააჯილდოვა და "ნიკორა სუპერმარკეტის“ 600 ლარის ოდენობის სასაჩუქრე ბარათები გადასცა.

ღონისძიება, 28 დეკემბერს Beer Time-ში გაიმართა. ორგანიზატორი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყო. საღამოზე, 2017 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენები და მწვრთნელები დაჯილდოვდნენ.