სიახლეები
პატარა მხატვრების კონკურსის მონაწილეებს ნიკორამ ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

პატარა მხატვრების კონკურსის მონაწილეებს ნიკორამ ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

02 ივნ. 2015

"ნიკორას" ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე ჩატარებული პატარა მხატვრების კონკურსის მონაწილე ბავშვები კომპანიამ გასართობ ცენტრში შეკრიბა, გემრიელი ტკბილეულით გაუმასპინძლდა და სხვადასხვა საჩუქრებით დააჯილდოვა.

ბავშვების განწყობაზე ცენტრის ანიმატორები და "ნიკორას" გიგანტური თოჯინები - მხიარული მზარეული და პუტკუნა ძროხა ზრუნავდნენ.