სიახლეები
ნიკორამ პარტნიორი სუპერმარკეტების წარმომადგენლებისთვის ღონისძიება გამართა

ნიკორამ პარტნიორი სუპერმარკეტების წარმომადგენლებისთვის ღონისძიება გამართა

02 თებ. 2015

მარჯანიშვილის თეატრის ახალმა სცენამ "ნიკორას" პარტნიორი სუპერმარკეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მსახიობებმა ლევან წულაძის სპექტაკლი -"მთვრალი ალუბალი" შეასრულეს. საღამოს ორგანიზატორი "ნიკორას" შვილობილი სადისტრიბუციო კომპანია "პარტნიორი" გახლდათ.

ღონისძიების დასასრულს "ნიკორა" სტუმრებსა და თეატრის დასის წევრებს გემრიელი პროდუქციის გაუმასპინძლდა. 

კომპანიის სახელით, მადლობას ვუხდით მარჯანიშვილის თეატრის ადმინისტრაციასა და მსახიობებს თანამშრომლობისთვის, პარტნიორებს კი სტუმრობისთვის.