სიახლეები
ნიკორა ზაფხულში სტუდენტებს დაასაქმებს

ნიკორა ზაფხულში სტუდენტებს დაასაქმებს

29 მარ. 2012

სს "ნიკორა" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას ეხმაურება და სტუდენტთა დასაქმების სამთავრობო პროგრამაში იღებს მონაწილეობას. საზაფხულო არდადეგებზე - 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით - კომპანია უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებს, ფინანსების, მარკეტინგისა და PR-ის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების  შესაძლებლობას მისცემს.

პროექტში მონაწილეობას "ნიკორას" შვილობილი იმპორტიორი კომპანია "ინტრეიდიც" იღებს.