სიახლეები
ნიკორას ქსელს კიდევ ორი ახალი სუპერმარკეტი შეემატა

ნიკორას ქსელს კიდევ ორი ახალი სუპერმარკეტი შეემატა

23 მაი. 2015

"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის გაფართოების პროცესი კვლავ გრძელდება. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, კერძოდ, ი.ჭავჭავაძის გამზ. #75/124 - ში, კომპანიამ ახალი სუპერმარკეტი გახსნა. განახლებული სავაჭრო ობიექტი ამოქმედდა ბათუმშიც - გორგილაძის 57/59 ნომერში. 

ახალი სუპერმარკეტები ხარისხიანი პროდუქციის დიდ არჩევანს, კომფორტულ გარემოს და მომსახურების მაღალ ხარისხს სთავაზობენ მომხმარებლებს. ობიექტებში ,"ნიკორას" პროდუქციის გარდა, ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებებისა და პირველადი მოხმარების საოჯახო ნივთების შეძენაა შესაძლებელი.