სიახლეები
ნიკორას თანამშრომლები ეტალონში

ნიკორას თანამშრომლები ეტალონში

24 მაი. 2014

24 მაისის "ეტალონი" განსაკუთრებული გახლდათ. გადაცემაში მონაწილეობა სს "ნიკორას" ადმინისტრაციის, ჰოლდინგში შემავალი სხვადასხვა საწარმოების, სუპერმარკეტების ქსელისა და რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებმა მიიღეს.

"ეტალონი თანამშრომლის" ტიტული "ნიკორას" იურისტმა, მელანო გოგისვანიძემ მოიპოვა - მეორე და მესამე ადგილები კი შესაბამისი თანმიმდევრობით, შალვა ღაღანიძემ (დასავლეთ საქართველოს ვაჭრობისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე საფირმო მაღაზიების მართვის დარგში) და ქეთევან კუპრაძემ (მარჯანიშვილის სუპერმარკეტის მენეჯერი) დაიკავეს. გამარჯვებულებმა კომპანიისაგან საჩუქრად LCD ტელევიზორი და სმარტფონები მიიღეს.