სიახლეები
პროექტი ცნობილი სახეები ნიკორაში დასრულდა

პროექტი ცნობილი სახეები ნიკორაში დასრულდა

24 დეკ. 2012

პროექტი - ცნობილი სახეები "ნიკორაში" დასრულდა. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, კომპანიის მომხმარებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი ყველასათვის საყვარელმა მსახიობებმა, მომღერლებმა და ტელეწამყვანებმა მიულოცეს. 

22 დეკემბერს, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე "ნიკორას" სუპერმარკეტს თათული ედიშერაშვილი, თამუნა ნიკოლაძე, ჯაბა კილაძე, ნიკა წულუკიძე, ნიკა გრიგოლია, ლელა მებურიშვილი და ეთერ კაკულია ეწვივნენ. კონსულტანტის ფორმაში გამოწყობილი ცნობილი სახეები მაღაზიაში შეკრებილ კლიენტებს "მოემსახურნენ", საახალწლო საჩუქრები გადასცეს - "ნიკორას" კი მომხმარებლებთან ერთად წარმატებული 2013 წელი უსურვეს.