ოკეანე
თევზის რომელი სახეობა ვისთვისაა რეკომენდებული

თევზის რომელი სახეობა ვისთვისაა რეკომენდებული

თუ გსურთ გქონ­დეთ ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი, კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბა, ძლი­ე­რი თმა და ფრჩხი­ლი, ლა­მა­ზი კანი, არ შე­გა­წუ­ხოთ დეპ­რე­სი­ამ, ორ­გა­ნიზ­მში ქო­ლეს­ტე­რი­ნის დონე იყოს სტა­ბი­ლუ­რი, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად რე­გუ­ლა­რუ­ლად უნდა მი­ირ­თვათ თევ­ზი. ეს არის ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის სა­ბა­დოდ მიჩ­ნე­უ­ლი, მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ცი­ლე­ბის, ცხი­მე­ბის, ნახ­შირ­წყლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და წყლის გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი შემ­ცვე­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა.

 

თევ­ზი რომ სა­სარ­გებ­ლოა ბევ­რმა იცის, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ის მა­ინც არ არის ისე­თი­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი საკ­ვე­ბი, რო­გორც ქათ­მის ან სა­ქონ­ლის ხორ­ცი. სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბით კი მათ არა­თუ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, არა­მედ რიგ შემ­თხვე­ვა­ში უს­წრებს კი­დეც.

მათთვის, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვს

მათთვის, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვს

მათ­თვის, ვი­საც სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ირ­თვას ორა­გუ­ლი. ის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ომე­გა 3-ს შე­ი­ცავს. ომე­გა 3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვაა, რო­მე­ლიც იმუ­ნი­ტე­ტის გა­მარ­თულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას უწყობს ხელს. ის ხელს უშ­ლის ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის გა­ჩე­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. ამი­ტომ თუ გსურთ ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი გქონ­დეთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ირ­თვათ ორა­გუ­ლი კვი­რა­ში 1-2-ჯერ. ხა­რის­ხი­ა­ნი და ჯან­მრთე­ლი ორა­გუ­ლის ხორ­ცი მკვეთ­რად წი­თე­ლია. ასე­თი თევ­ზი ოკე­ა­ნის ღია წყლებ­შია გაზ­რდი­ლი.

მათთვის, ვინც დიეტაზეა

მათთვის, ვინც დიეტაზეა

მათ­თვის, ვინც დი­ე­ტა­ზეა, სა­სურ­ვე­ლია კვე­ბის რა­ცი­ონ­ში ჩას­ვას კალ­მა­ხი. ეს არის თევ­ზი, რო­მე­ლიც და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლია და ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან მდი­და­რია პრო­ტე­ი­ნე­ბით. გარ­და ამი­სა, კალ­მა­ხი შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით B და D ვი­ტა­მი­ნებს, იოდს.

კალ­მა­ხის ხა­რისხს გა­ნა­პი­რო­ბებს ორი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი: წყა­ლი, სა­დაც ბი­ნად­რობს თევ­ზი და საკ­ვე­ბი, რომ­ლი­თაც იკ­ვე­ბე­ბა ის. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კალ­მა­ხი სან­დო რე­ა­ლი­ზა­ტო­რის­გან შე­ი­ძი­ნოთ.

მათთვის, ვინც დეპრესიისკენ არის მიდრეკილი

მათთვის, ვინც დეპრესიისკენ არის მიდრეკილი

მათ­თვის, ვინც დეპ­რე­სი­ის­კენ არის მიდ­რე­კი­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­ირ­თვას თევ­ზის ის სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით D ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს. ასე­თია ორა­გუ­ლი და ქა­შა­ყი. ორა­გუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქა­შა­ყის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რმა არ იცის. რე­ა­ლუ­რად კი ის სხვა ვი­ტა­მი­ნებ­თან ერ­თად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის D ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს, რაც ადა­მი­ანს ცუდ გან­წყო­ბა­სა და დეპ­რე­სი­ას­თან ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ქა­შა­ყი სხვა­დას­ხვა ფორ­მით, სხვა­დას­ხვა სა­ნე­ლებ­ლე­ბით და მწვა­ნი­ლე­ბით. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოთ "ოკე­ა­ნის“ ქა­შა­ყის ფილე პრე­სერ­ვებ­ში, რომ­ლის დამ­ზა­დე­ბა სტე­რი­ლი­ზა­ცი­ი­სა და პას­ტე­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ხდე­ბა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ცო­ცხა­ლი თევ­ზის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბის, მი­ნე­რა­ლე­ბი­სა თუ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

მათთვის, ვინც ხშირად არის სტრესულ გარემოში

მათთვის, ვინც ხშირად არის სტრესულ გარემოში

მათ­თვის, ვინც ხში­რად არის სტრე­სულ გა­რე­მო­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი მი­ი­ღოს. ამ ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი ხელს უწყობს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, ამი­ტომ მათ, ვი­საც სტრე­სულ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბა და ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა უწევს, უნდა მი­ირ­თვან B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი და მათ შო­რის, თევ­ზი. მა­გა­ლი­თად, ქარ­სა­ლა (კილ­კა) შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით B1-სა და B2-ს. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ქარ­სა­ლას მთლი­ა­ნად ჭამა, რად­გან სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს, რო­გორც თა­ვად თევ­ზის ხორ­ცი, ისე ხერ­ხე­მა­ლი, კუდი და კანი. ქარ­სა­ლას ხში­რად შე­ბო­ლილს მი­ირ­თმე­ვენ, თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია მი­ი­ღოთ და­მა­რი­ლე­ბუ­ლი ან ცო­ცხა­ლი სა­ხით.