კომპანიის შესახებ
კომპანიის მისია და მიზანი
ხარისხის სტანდარტი
პროდუქცია
მზარეულის საცხობი

მზარეულის საცხობი

მზარეულის საცხობი

"მზარეულის საცხობი" "ნიკორას" ჰოლდინგში 2008 წელს გაერთიანდა, საზოგადოებაში  საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღეს, კომპანიის ერთ-ერთ წარმატებულ ბრენდად ითვლება.

"მზარეულის" საწარმო თანამედროვე იტალიური დანადგარებითაა აღჭურვილი და საერთაშორისო სტანდარტების პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. უმაღლესი ხარისხისაა ნედლეულიც, რომელიც პროდუქციის წარმოების პროცესში გამოიყენება და ავსტრიის, ბელგიის, თურქეთისა და რუსეთის ავტორიტეტულ ქარხნებშია დამზადებული.

"მზარეულის" წარმოებული ტკბილეული და პურ-ფუნთუშეული უდაოდ დაამშვენებს თქვენს სუფრას და შეგიქმნით უგემრიელეს განწყობას.


ასორტიმენტშია:

✔ 10-მდე დასახელების ფუნთუშა/ხრაშუნა
✔ გაყინული პროდუქტები - ცომი, ლობიანი, ხაჭაპური, ტორტები
✔ 15-ზე მეტი სახეობის პური 

აღსანიშნავია, „მზარეულის საცხობის" პურის ასორტიმენტის მრავალფეროვნება. კომპანია საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით, რამდენიმე სახეობის ქვის, უსაფუარო, ტოსტისა და ჰოთ-დოგის პურს, ასევე ბაგეტსა და ბოროდინულს სთავაზობს მომხმარებელს.