Ge | En |
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი გახლავთ. კომპანიის ისტორია 1998 წელს იღებს სათავეს და ყველასთვის საყვარელი სოსისების - რძიანისა და ივერიას წარმოებას უკავშირდება.
კომპანიის მუშაობის სტრატეგია - განვითარება/გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება/დანერგვის უნარი, უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ დღეს, "ნიკორა ჯგუფი" უკვე 500-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს და ხორცპროდუქტების პარალელურად, კვების ინდუსტრიის მრავალ მიმართულებას მოიცავს.
"ნიკორა ჯგუფში" ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. კომპანია იმპორტის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში, საკუთარი წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მსოფლიოს ავტორიტეტული ქარხნებიდან შემოაქვს.
"ნიკორა ჯგუფში" ერთიანდება კომპანია "ინტრეიდი", რომელიც ქართულ ბაზარზე მსოფლიო მასშტაბის ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ბრენდების იმპორტითაა დაკავებული.
"ნიკორა ჯგუფი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელიცაა... დღეს, ჰოლდინგში 9000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომელთა რაოდენობა, კომპანიის განვითარების პირდაპირპროპორციულად იზრდება.
"ნიკორა ჯგუფი" ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2015 და ISO 22000 : 2018 სტანდარტებს და დანერგილი აქვს НАССР სისტემა. როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.
მომხმარებლის ნდობასა და ლოიალობას "ნიკორას" მიმართ, კომპანიის 25 წლიანი გამოცდილება, სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქცია, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ფასისა და ფასეულობის თანხვედრა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის რეჟიმი განსაზღვრავს.
შპს "ნიკორა“: 400132183
ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |