Ge | En |
ტრადიციული აირანი კეფირის მსგავსი ცივი სასმელია, რომელიც შედგება ფერმენტირებული რძის, წყლისა და მარილისგან. სავარაუდოდ, ის წარმოშობით თურქულია, თუმცა დღესდღეობით პოპულარულია მთელი შუა აღმოსავლეთისა და კავკასიის რეგიონში: სომხეთში, ირანში, აზერბაიჯანში, ბულგარეთში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც.
თურქეთში აირანი იმდენად პოპულარულია, რომ მის გარეშე თითქმის არც ერთი კვება არ სრულდება. ცივი აირანი შემწვარი ქაბაბის, შაურმის ან ბორექის შემდეგ — ეროვნული კლასიკაა.
ზაფხულში აირანი თურქეთში ნამდვილი „გადამრჩენელია“: სიცხეში გაგრილება, სხეულის ჰიდრატაცია და საჭმლის მონელების გაუმჯობესება ერთი ჭიქით ხერხდება.
აირანი მხოლოდ გემოთი არაა გამორჩეული სასმელი, ის ფაქტობრივად ბიოლოგიური ოქროა სხეულისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, აირანი არის წყალში განზავებული მაწონი ან იოგურტი, რომელიც შეიცავს:
პრობიოტიკებს – ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებიც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას;
ცილებს – გეხმარებათ კუნთური მასისა და ენერგიის შენარჩუნებაში;
კალციუმს და ფოსფორს – ძვლებისა და კბილების გამაძლიერებელი;
B ჯგუფის ვიტამინებს – რომლებიც ენერგიის მეტაბოლიზმში იღებენ მონაწილეობას;
ელექტროლიტებს – რაც აბალანსებს წყლის დონეს სხეულში, განსაკუთრებით სიცხეში ან ვარჯიშის შემდეგ.
დამატებით, აირანი ძალიან მსუბუქია და არ აღიზიანებს კუჭს — პირიქით, ამშვიდებს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას და იდეალურია მძიმე სადილის შემდეგ. ასევე, ნაბახუსევზეც.
აირანი შეგიძლიათ დალიოთ:
აირანი შეგიძლიათ დალიოთ დღეში დაახლოებით 1-2 ჭიქა (200–400 მლ). ეს საკმარისია იმისთვის, რომ ისარგებლოთ მისი ყველა დადებითი თვისებით.
თუმცა, გასათვალისწინებელია ლაქტოზის აუტანლობის ფაქტორიც.
ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კომპანია „დღის“ მიერ წარმოებული აირანი. კლასიკურის გარდა, არის პიტნიანი ვერსიაც, რომელიც იდეალურად კლავს წყურვილს და საკმაოდ მოთხოვნადი რძის პროდუქტია ზაფხულში. "დღის“ აირანი პიტნით გამორჩეულია თავისი პიკანტური და დახვეწილი არომატით. მის შემადგენლობაში ნაღების კარაქი და პიტნაა, რაც ამ ცივ სასმელს კიდევ უფრო არომატულს ხდის.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |