Ge | En |
კულინარი |
კომპანიის მისია და მიზანი |
ხარისხის სტანდარტი |
"კულინარი" "ნიკორა ჯგუფში" 2015 წელს გაერთიანდა, თუმცა კომპანიას აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბრენდის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საწარმო თბილისში მდებარეობს და მისი წარმადობა ყოველთვიურად დაახლოებით 25 ტონაა.
"კულინარის" ასორტიმენტშია:
✔ 30 სახეობის სალათა
✔ 15 სახეობის მზა კერძი
✔ 10 სახეობის მწნილი და ხილის სალათა.
საწარმო მუდმივი განვითარების რეჟიმში მუშაობს - რეგულარულად ხდება ასორტიმენტის დახვეწა/გაფართოვება.
შპს "კულინარი“: 405099389
ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2
მისია:
✔ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნა, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ორიენტირი კვების მრეწველობის დარგში.
მიზანი:
✔ უმაღლესი ხარისხის კვების პროდუქტების წარმოება
✔ მომსახურების მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა
✔ ურთიერთგაგებისა და ურთიერთინტერესების გათვალისწინებით მოქმედება, რათა კომპანიისა და მომხმარებლის, ურთიერთობა იყოს ღირსეული და სანიმუშო.
"ნიკორა ჯგუფი" ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001: 2015, ISO 22000 : 2018 სტანდარტები და ფლობს НАССР სისტემას. ზედმიწევნით იცავს მას - როგორც კომპანიის სანდოობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების, ასევე ეფექტური მართვის სისტემების მიმართულებით. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვის საკითხში "ნიკორა" მუდამ პირველი გახლავთ, რაც მზა პროდუქციის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.
"ნიკორა ჯგუფში" შემავალი ბრენდი „კულინარი“ წარმოებაში იყენებს ადგილობრივ ნედლეულს. კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქტი დამოწმებულია ლაბორატორიულად და ფლობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელ სერთიფიკატებს.
ნიმუშების აღება ხდება მზა პროდუქციის აბსოლუტურად ყველა პარტიიდან, ვიდრე ის სარეალიზაციოდ ქსელში გავა. ამისათვის კომპანიაში სპეციალური მიკრობიოლოგიური ლაბორატორია მოქმედებს, რომელიც აღნიშნული პროცესის კონტროლს უზრუნველყობს.
"კულინარი" "ნიკორა ჯგუფში" 2015 წელს გაერთიანდა, თუმცა კომპანიას აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბრენდის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საწარმო თბილისში მდებარეობს და მისი წარმადობა ყოველთვიურად დაახლოებით 25 ტონაა.
"კულინარის" ასორტიმენტშია:
✔ 30 სახეობის სალათა
✔ 15 სახეობის მზა კერძი
✔ 10 სახეობის მწნილი და ხილის სალათა.
საწარმო მუდმივი განვითარების რეჟიმში მუშაობს - რეგულარულად ხდება ასორტიმენტის დახვეწა/გაფართოვება.
შპს "კულინარი“: 405099389
ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |