Ge | En |
კომპანიის ისტორია |
კომპანიის მისია და მიზანი |
ხარისხის სტანდარტი |
იცით სად ბინადრობს მსოფლიოში საუკეთესო კატეგორიის თევზი? ატლანტიკის ოკეანეში (ნორვეგიის სანაპიროებთან), რომელიც მთელ მსოფლიოს და მათ შორის "ოკეანეს" წარმოებას უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი ნედლეულით მრავალი წელია ამარაგებს.
"ოკეანე" ქართულ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა და დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთ მსხვილ წარმოებად მოიაზრება. ბრენდი მომხმარებელს ქართულ ბაზარზე თევზეულის ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.
მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს "ოკეანეს" ხიზილალა და კალმახი, რომელიც ოზურგეთში - კომპანიის მფლობელობაში არსებულ მეურნეობაში გამოჰყავთ. საკალმახე მეურნეობა უზრუნველყოფს "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის ცოცხალი კალმახითა და ორაგულისებრთა ხიზილალით მომარაგებას.
"ოკეანეს" ასორტიმენტშია:
✔ ცოცხალი, შეცივებული და გაყინული თევზეული
✔ ცივად შებოლილი თევზეული
✔ ცხლად შებოლილი თევზეული
✔ დამარილებული თევზეული
✔ ნახევრად შებოლილი, დაბალმარილიანი თევზეული
✔ პრესერვები
ბრენდის ასორტიმენტში გამორჩეული ადგილი უჭირავს პრესერვებს - პროდუქტს, რომლის წარმოება პირველად საქართველოში სწორედ "ოკეანემ" დაიწყო. თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.
"ოკეანეს" საწარმოს წარმადობა ყოველთვიურად 30 ტონას აჭარბებს.
შპს "ოკეანე“: 200265239
ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2
"ოკეანეს" წარმოების მისია და მიზანი, ისევე როგორც ზოგადად, კომპანიის ჰოლდინგში შემავალი ბრენდებისა, გახლავთ შემდეგი:
მისია:
✔ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნა, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ორიენტირი კვების მრეწველობის დარგში
მიზანი:
✔ უმაღლესი ხარისხის კვების პროდუქტების წარმოება
✔ მომსახურების მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა
✔ ურთიერთგაგებისა და ურთიერთინტერესების გათვალისწინებით მოქმედება, რათა კომპანიისა და მომხმარებლის, ურთიერთობა იყოს ღირსეული და სანიმუშო
სს "ნიკორა" ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001: 2015, ISO 22000 : 2018 სტანდარტები და ფლობს НАССР სისტემას. ზედმიწევნით იცავს მას - როგორც კომპანიის სანდოობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების, ასევე ეფექტური მართვის სისტემების მიმართულებით. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვის საკითხში "ნიკორა" მუდამ პირველი გახლავთ, რაც მზა პროდუქციის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.
"ნიკორას" ჰოლდინგში შემავალი კომპანიები წარმოებაში იყენებენ, როგორც ადგილობრივ პროდუქტს, ასევე იმპორტირებულ ნედლეულს. ორივე შემთხვევაში კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქტი დამოწმებულია ლაბორატორიულად და ფლობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელ სერთიფიკატებს.
სს "ნიკორასა" და მისი შვილობილი კომპანიების პარტნიორებს შორის არიან მსოფლიოს ავტორიტეტული ქარხნები, რეგიონებიდან საიდანაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი ნებადართულია პროდუქტის შეტანა. აღნიშნული წარმოებები ამარაგებენ აშშ-სა და ევროპის ბაზარს.
ნედლეულის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო მასშტაბის გადამზიდი კომპანიები, როგორიცაა MAERSK LINE, MSC და სხვა, რაც მყარი გარანტიაა იმისა, რომ პროდუქტის გადაზიდვა სტანდარტების სრული დაცვით მოხდეს. შემოტანილ ნედლეულს ადგილზე კიდევ ერთხელ ამოწმებს საქართველოს ვეტერინარული სამსახური, რის შედეგედაც ხდება იმპორტის ნებართვის მიღება.
ნიმუშების აღება ხდება მზა პროდუქციის აბსოლუტურად ყველა პარტიიდან, ვიდრე ის სარეალიზაციოდ ქსელში გავა. ამისათვის კომპანიაში სპეციალური მიკრობიოლოგიური ლაბორატორია მოქმედებს, რომელიც აღნიშნული პროცესის კონტროლს უზრუნველყობს.
"ნიკორასა" და "მზარეულის" პროდუქცია:
მსხვილი ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში "ნიკორას" ხორცპროდუქტების წარმოებისთვის ნედლეულის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან ხორციელდება: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდების სამეფო, უნგრეთი, ავსტრია, დანია, ბრაზილია, კანადა, აშშ.
ადგილობრივი წარმოების ნედლეულით ხდება ბრენდი "მზარეულის" ნახევარფაბრიკატების დიდი ნაწილის დამზადება.
"ოკეანე":
თევზეულის წარმოების უზრუნველსაყოფად ნედლეულის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან ხდება: ნორვეგია, აშშ, ესპანეთი, არგენტინა. ამას გარდა, "ნიკორა" ოზურგეთის რაიონში, სოფელ ვაკიჯვარში ფლობს მეურნეობას, რომელიც "ოკეანეს" წარმოებას კალმახითა და ხიზილალით ამარაგებს.
"პანე":
"პანეს" პარტნიორებს შორის ავსტრიის, ბელგიის, ჰოლანდიის, თურქეთისა და რუსეთის ავტორიტეტული კომპანიები არიან.
"ჩვენი ფერმერი" და "პალომა":
"ნიკორას" რძის პროდუქტებისა და ნაყინის წარმოებაში ირლანდიური, დანიური, ჰოლანდიური, ავსტრიული, შვედური და ბრაზილიური ნედლეული გამოიყენება. ნედლეულის ხარისხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მზა პროდუქტის საგემოვნო თვისებებს.
იცით სად ბინადრობს მსოფლიოში საუკეთესო კატეგორიის თევზი? ატლანტიკის ოკეანეში (ნორვეგიის სანაპიროებთან), რომელიც მთელ მსოფლიოს და მათ შორის "ოკეანეს" წარმოებას უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი ნედლეულით მრავალი წელია ამარაგებს.
"ოკეანე" ქართულ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა და დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთ მსხვილ წარმოებად მოიაზრება. ბრენდი მომხმარებელს ქართულ ბაზარზე თევზეულის ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.
მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს "ოკეანეს" ხიზილალა და კალმახი, რომელიც ოზურგეთში - კომპანიის მფლობელობაში არსებულ მეურნეობაში გამოჰყავთ. საკალმახე მეურნეობა უზრუნველყოფს "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის ცოცხალი კალმახითა და ორაგულისებრთა ხიზილალით მომარაგებას.
"ოკეანეს" ასორტიმენტშია:
✔ ცოცხალი, შეცივებული და გაყინული თევზეული
✔ ცივად შებოლილი თევზეული
✔ ცხლად შებოლილი თევზეული
✔ დამარილებული თევზეული
✔ ნახევრად შებოლილი, დაბალმარილიანი თევზეული
✔ პრესერვები
ბრენდის ასორტიმენტში გამორჩეული ადგილი უჭირავს პრესერვებს - პროდუქტს, რომლის წარმოება პირველად საქართველოში სწორედ "ოკეანემ" დაიწყო. თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.
"ოკეანეს" საწარმოს წარმადობა ყოველთვიურად 30 ტონას აჭარბებს.
შპს "ოკეანე“: 200265239
ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |