ბლოგი
რა განსხვავებაა მაწონსა და აირანს შორის: რძის ფერმენტირებული პროდუქტების სარგებელი

რა განსხვავებაა მაწონსა და აირანს შორის: რძის ფერმენტირებული პროდუქტების სარგებელი

მაწონი და აირანი რძის ფერმენტირებული პროდუქტებია, რომლებიც არამარტო გემრიელია, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლო უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი თავისებურებები, სასარგებლო თვისებები და გამოყენების რეკომენდაციები, რომელთა შესახებაც ამ ბლოგში ვისაუბრებ.

მაწონი

მაწონი

მაწონი რძის ფერმენტირებული პროდუქტია, რომელიც მზადდება ნედლი რძით და ბაქტერიოლოგიური დედოს გამოყენებით.

სარგებელი: მაწონი მდიდარია პრობიოტიკებით, რომლებიც ხელს უწყობენ მიკროფლორის დაბალანსებას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას და ხელს უშლიან ნაწლავური პრობლემების წარმოქმნას. მაწვნის რეგულარული მოხმარება ამცირებს ათეროსკლეროზის, დიაბეტისა და მაღალ ქოლესტერინის დონეს. ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს. მაწონში არსებული პრობიოტიკები ხელს უწყობს ნაწლავში სასარგებლო ფლორის გაძლიერებას, ამცირებს ანთებისა და ინფექციების რისკს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მისი დახმარებით ორგანიზმი საკვებს ეფექტურად გადაამუშავებს და საჭირო ნივთიერებების შეწოვას ამარტივებს.

როგორ მივირთვათ: მაწვნის ჭამა სასარგებლოა დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც შეუძლია მისი გავლენის გაუმჯობესება.

  • დილით – მაწვნის დილით მიღება დაგეხმარებათ საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში, მასში შემავალი კალციუმი და ვიტამინები კარგად შეიწოვება დილაობით.
  • სადილის შემდეგ – თუ გრძნობთ სიმძიმეს კუჭში, მაწონი დაგეხმარებათ ამ უსიამოვნო სიმპტომის მოშორებაში.

ამრიგად, მაწვნის მიღება შეგიძლიათ დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მაგრამ საუკეთესო პერიოდად ითვლება დილა ან სადილის შემდეგ პერიოდი (ხემსი).

აირანი

აირანი

შემადგენლობა: აღდგენილი რძე, სასმელი წყალი, ნაღების კარაქი, მარილი, ბაქტერიოლოგიური დედო.

აირანი მაწონთან შედარებით უფრო თხელი და გემრიელი პროდუქტია. აირანი არის ტრადიციული წყალ-მაწვნიანი სასმელი, რომელიც პოპულარულია კავკასიაში, თურქეთსა და შუა აზიის ქვეყნებში. ტრადიციული აირანი ფერმენტირებული რძისგან დამზადებული ცივი სასმელია, რომელიც შეიცავს წყალსა და მარილს. ის სტრუქტურით ჰგავს კეფირს, მაგრამ თავისებური არომატით გამოირჩევა.

სარგებელი: აირანი თავის მხრივ ასევე მდიდარია პრობიოტიკებით, თუმცა, მისი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ საკმაოდ მსუბუქია და აქვს წყალბადის შემცველობა, რაც სასარგებლოა ჟანგბადის მიწოდებასა და სითხეების ბალანსისთვის ორგანიზმში. სასარგებლოა წონის კონტროლისთვის.

როგორ მივირთვათ:

  • საკვებთან ერთად – აირანის მიღება შეგიძლიათ სადილის ან ვახშმის დროს. ის ხელს უწყობს საკვების მონელებას, განსაკუთრებით ცხიმიანი და მძიმე კერძების.
  • ცხელ დღეებში – აირანი გამაგრილებელი სასმელია და ძალიან კარგია სიცხეში, რადგან არა მარტო გიქრობს წყურვილს, არამედ უზრუნველყოფს ორგანიზმის ჰიდრატაციას და ელექტროლიტების ბალანსს.
  • ფიზიკური დატვირთვის შემდეგ – ვარჯიშის ან სხვა ფიზიკური აქტივობის შემდეგ აირანის მიღება დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში, რადგან ის მდიდარია მინერალებით და ხელს უწყობს ორგანიზმის გაგრილებას.
  • დილით – დილაობით აირანი კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირებისთვის და ტოქსინების გამოდევნისთვის, თუ გსურთ მსუბუქი და ნოყიერი სითხის მიღება.
  • შემაწუხებელი საკვების შემდეგ – თუ მძიმე ან ცხარე საკვები მიიღეთ, აირანი დაგეხმარებათ სიმძიმის შემცირებასა და საჭმლის მომნელებელი პროცესის გამარტივებაში.

მაწონი და აირანი არამარტო გემრიელი, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებია, რომელიც საკმაოდ ბიუჯეტურია და ხელმისაწვდომია უბნის სუპერმარკეტებში.