Ge | En |
თუ ოდესმე ცუდად გიგრძნიათ თავი და ნაყინის ჭამის შემდეგ ხასიათი გამოგისწორდათ, გეცოდინებათ, რომ გემრიელი ნაყინის პირველივე კოვზი საოცრად აბალანსებს ემოციებს. საინტერესოა, რატომ ვეძებთ შვებას ტკბილ გემოში მაშინ, როცა სტრესი გვაწუხებს?
ეს უბრალო კაპრიზი არ არის – ნაყინის სიყვარულის ფესვები ტვინის ქიმიასა და ბავშვობის მეხსიერებებს უკავშირდება.
ნაყინი ერთ-ერთი პირველი ტკბილეულია, რომელიც ბავშვობაში გვახარებდა და ჩვენი წარსულის მოგონებებთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ეზოში ჩამოტარებული პლომბირი, დაბადების დღეები, არდადეგები, ზაფხული და სანაყინეებთან აღმოჩენილი ჯადოსნური ემოციები. ნაყინის ჭამა ჩვენი არაცნობიერი გონებისთვის სიკეთეს, სიმშვიდესა და მზრუნველობას უკავშირდება. სტრესის პირობებში კი ტვინი სწორედ ასეთ "უსაფრთხო ადგილს“ ეძებს და ერთ-ერთი გზა სწორედ ბავშვობის ბედნიერი მოგონებების კადრებად ამოტივტივებაა – ნაყინთან ერთად.
როგორ მოქმედებს ტკბილი გემო ტვინის ბედნიერების ცენტრზე?
ტკბილი გემო ტვინში ააქტიურებს დოფამინის, რომელიც პასუხისმგებელია ბედნიერების ჰორმონის გამოყოფაზე. დოფამინი სწორედ ის ქიმიკატია, რომელიც სიხარულს, მოტივაციას და კმაყოფილებას უზრუნველყოფს. ამის გარდა, როცა ტკბილს ვიღებთ, სეროტონინის დონეც იზრდება, რაც ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. ამგვარად, ტკბილი ნაყინი არამხოლოდ გემრიელია, არამედ ბიოქიმიური გზით განწყობის გაუმჯობესებაში გვეხმარება.
ექსპერტების რჩევები: რომელი გემო დაგამშვიდებთ ყველაზე სწრაფად?
ფსიქოლოგებისა და ნუტრიციოლოგების აზრით, სხვადასხვა გემოს ნაყინს შეუძლია სხვადასხვანაირი ემოციური მდგომარეობის შემსუბუქება:
კლასიკური არჩევანია, რომელიც სიმშვიდესა და ნოსტალგიას იწვევს. შესანიშნავია გადაღლილობის ან გაღიზიანების დროს.
ძლიერი ტკბილი გემოა, რომელიც დოფამინის დონეს განსაკუთრებულად სწრაფად ამაღლებს. იდეალურია, როცა საჭიროა "გონების გამოფხიზლება“, ან როცა სევდიანი ხართ.
მსუბუქი და მაცოცხლებელია. ხელს უწყობს განტვირთვას, განსაკუთრებით სიცხეში და გადატვირთულ დღეს.
არომათერაპია დესერტში! პიტნა ცნობილია თავისი დამამშვიდებელი ეფექტით, ხოლო ფისტის არომატი შფოთვას ამცირებს.
თუ სტრესის პირობებში ტკბილეულზე გაგირბით თვალი, ეცადეთ ეს იყოს ნაყინი. აირჩიეთ თქვენი საყვარელი გემო, მოთავსდით კომფორტულ გარემოში და მიირთვით შეგნებულად – ისე, რომ ყოველი ლუკმა შეიგრძნოთ. ეს დამშვიდების პრაქტიკაც გახდება, არამხოლოდ გემრიელი ჩვევა.
გახსოვდეთ, ნაყინი არ არის უბრალოდ დესერტი, ის შეიძლება გახდეს თქვენი მშველელი, თქვენივე ემოციური მდგომარეობისთვის. როცა სამყაროს ხმაური და ყოველდღიური სტრესი გვფიტავს და გვღლის, პატარა კოვზი ცივი ბედნიერება ნამდვილად არ გვაწყენს.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |