დღის პროდუქტები
როგორ გავიუმჯობესოთ ძალა და გამძლეობა

როგორ გავიუმჯობესოთ ძალა და გამძლეობა

ძალა და გამძლეობა, ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ადამიანისთვის. ალბათ ზოგი ფიქრობს, რომ თუ არ ვარჯიშობ არაფერში გჭირდება არც ძალა და არც გამძლეობა, მაგრამ ესე არ არის. რამდენჯერ დაბრუნებულხართ მაღაზიიდან დატვირთული ჩანთებით, ან რამდენჯერ გითამაშიათ შვილებთან ერთად დაჭერობანა, მეგობრებთან ერთად სეირნობაც სასიამოვნოა ამ და კიდევ ძალიან ბევრი სხვა ყოველდღიური საქმიანობისთვის ძალა და გამძლეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

ძალა და გამძლეობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია:

 

  • ტრავმების თავიდან აცილებისთვის
  • წონის რეგულირებისთვის
  • ძლიერი კუნთების, მყესების და ძვლებისთვის
  • თვითშეფასების გაუმჯობესებისთვის
  • ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალფეროვანი ფიზიკური აქტივობის შეტანისთვის.

 

იმისთვის რომ გავიუმჯობესოთ ძალა და გამძლეობა, ფიტნეს ცენტრი საკმაოდ კარგი არჩევანია, რადგან ბევრი სხვადასხვა ვარჯიშის შესაძლებლობა გექნება, აღჭურვილობის მრავალფეროვნებაც ბევრ რამეს გაგიმარტივებს და შედეგსაც მალე იგრძნობ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარბაზის გარეშე შეუძლებელია ძალის და გამძლეობის გაუმჯობესება.

 

 

თუ სავარჯიშო დარბაზში გადაწყვიტავ შენი ძალის და გამძლეობის გაუმჯობესებას:

 

  • ეცადე ივარჯიშო ისე რომ მაქსიმალურად აჩქარდეს პულსი.
  • შეურიე ერთმანეთში სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები: სხეულის წონით, მძიმე წონით და კარდიო.
  • მაქსიმალურად შეამცირე ვარჯიშებს შორის დასვენების დრო.
  • შეარჩიე ისეთი ვარჯიშები, სადაც რამოდენიმე კუნთი ერთად მუშაობს და არა იზოლირებული მოძრაობები.
  • Ჩართე  აქტიური, დინამიური მოძრაობები.
  • ხშირად Შეცვალე ვარჯიშები და მოძრაობები, რადგან რუტინულად ერთი და იგივეს კეთებას ორგანიზმი ეჩვევა.

 

შესაძლებელია ძალის და გამძლეობის გაუჯობესება ყოველდღიურ რუტინაში, თუ ვერ ახრეხებთ ფიქტეს ცენტრში სისტემატიურად სიარულს.

 

  • დაივიწყე ლიფტი და  გამოიყენე კიბეები.
  • მოუძებნე მანქანას ალტერნატივა: სეირნობა ან ველოსიპედი
  • პროდუქტებისთვის მაღაზია მოშორებით იპოვნე.
  • ნელ-ნელა გაზარდე საყიდელი პროდუქტების რაოდენობა და ეცადე შენით მიიტანო სახლში.
  • გააკეთე ვარჯიშები სახლის პირობებში დამატებით აღჭურვილობის გარეშე.

 

ძალის და გამძლეობის მომატებისთვის რუტინა არის მტერი, როგორც კი რაიმეს კეთებას მიეჩვევით და აღარ გიჭირთ. ამ დროს აუცილებლად შეცვალეთ მოძრაობა, რაოდენობა, წონა. იმისთვის რომ შედეგი მიიღოთ მოძრაობები და აქტივობა რასაც აკეთებთ სულ ცოტათი მაინც უნდა გიჭირდეთ, უნდა გიჩქარებდეთ პულსს და გრძნობდეთ დატვირთვას კუნთზე. 

 

 

ნინი გოგუაძე (ნინიკუშკა)

 

 

Ნინი გოგუაძე (ნინიკუშკა), სერთიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი და სპორტული ნუტრიციოლოგია. Სპორტთან ბავშვობიდან აქვს შეხება. სკოლის პერიოდში სრიალებლდა თხილამურებზე, იყო არაერთი შეჯიბრის მონაწილე და გამარჯვებული, დაკავებული იყო კედელზე ცოცვით და ფეხბურთის თამაშით.

აქტიურად ფიტნესით დაახლოებით 6 წლის წინ დაინტერესდა და ვარჯიში მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ცდილობს სხვა ადამიანებსაც შეაყვაროს ვარჯიში და დაანახოს, რომ ფიზიკურ აქტივობას ბევრად მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე უბრალოდ წონის კლებაა.